• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ახალქალაქის გამგეობაში 2014-2017 წლებში გაცემული ხელფასების, პრემიების და დანამატების ოდენობა

ახალქალაქის გამგეობაში 2014-2017 წლებში გაცემული ხელფასების, პრემიების და დანამატების ოდენობა

16/10/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული პრემია-დანამატები ყოველთვის წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ფაქტ-მეტრი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ აღებული ხელფასებითა და პრემია-დანამატების ოდენობით დაინტერესდა და 2014-2017 წლებში ამ კუთხით დახარჯული თანხები დაითვალა. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 53-ე მუხლის შესაბამისად. „გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, ხოლო სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს გამგებლის/მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო“. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბოლო წლებში გაცემული ხელფასისა და პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულია გამგებლისა და გამგეობის თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 1 აგვისტომდე მიღებული ხელფასი და პრემია-დანამატები. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი თვეში 2 650 ლარს შეადგენს, წლიურად - 31 800 ლარს.   ცხრილი 1: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისა და გამგებლის შრომის ანაზღაურება
წლები გამგეობის თანამშრომელთა და გამგებლის შემოსავალი
გამგეობა გამგებელი
2014 წელი (01.08 –31.12)
თანამდებობრივი სარგო 342 781.59 12 638.46
პრემია 111 300.69 5 300
დანამატი 39 640 2 650
სულ: 493 722.28 20 588.46
2015 წელი
თანამდებობრივი სარგო 1 056 943.18 31 800
პრემია 209 538.32 6 625
დანამატი 71 093 2 650
სულ: 1 337 574.5 41 075
2016 წელი
თანამდებობრივი სარგო 1 010 750.1 29 908.86
პრემია 338 300 7 950
დანამატი 12 600 0
1 361 650.1 37 858.86
2017 წელი (01.01 – 01.08–მდე)
თანამდებობრივი სარგო 471 806.78 15 900
პრემია 77 570 2 650
დანამატი 10 980 0
სულ: 560 356.78 18 550
  როგორც ცხრილიდან ჩანს, გამგებელსა და თანამშრომლებზე გაიცემა როგორც პრემია, ისე დანამატი, რომლის წლიური ჯამური ოდენობა მათზე გაცემული ხელფასის საშუალოდ მესამედს შეადგენს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამგებლის ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე ყველაზე მეტი თანხა 2015 წელს დაიხარჯა, ხოლო მთლიანად გამგეობის თანამშრომლებზე ყველაზე მეტი ხარჯი 2016 წელს არის დაფიქსირებული.
თეგები:
ედუარდ შევარდნაძე
დავით ბატაშვილი
დავით კირკიტაძე
სკოლები
საარსებო მინიმუმი
ბათუმის ბოტანიკური ბაღის საბაგირო
მაია იველაშვილი
მაია იველაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა