• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს 6 მილიონამდე ვიზიტორი ეწვია

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს 6 მილიონამდე ვიზიტორი ეწვია

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორთა სტატისტიკა

09/10/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს 5 823 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 19.2% აღემატება.

მხოლოდ სექტემბრის თვეში ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვი 20.9%-ით გაიზარდა და 764 ათასი შეადგინა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების 49% - 2 783 ათასი, ტურისტია (ვიზიტორი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება). ვიზიტორებს შორის ტურისტების წილის ზრდა მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის კუთხით. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 28.8%-ით გაიზრდა.

გრაფიკი 1: ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რადენობა, 2010-2017 წლები

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო 

მიმდინარე წლის ცხრა თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, უკრაინა. მათ შორის, ყველაზე მაღალი ზრდა - 127%, ირანიდან ფიქსირდება.

ცხრილი 1: ვიზიტების მიხედვით TOP 5 ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ცვლილება, 2016-2017 წლები (9თვე)

ქვეყანა 2016 2017 %
აზერბაიჯანი 1 170 861 1 299 789 11.01%
სომხეთი 1 074 204 1 247 708 16.15%
რუსეთი 832 883 1 112 793 33.61%
თურქეთი 979 226 932 906 -4.73%
ირანი 120 204 272 873 127.01%

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო 

ცხრილში მოცემული ქვეყნების გარდა, მაღალი ზრდით ხასიათდება ისრაელიდან (15 422 ვიზიტორი), პოლონეთიდან (8 770) და გერმანიიდან (7 177) შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ამჟამად მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემებია ცნობილი, რის მიხედვითაც 2017 წლის პირველ ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 2016 წელს, ჯამში, ეს მაჩვენებელი 2.1 მლრდ აშშ დოლარი იყო.

გრაფიკი 2: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2011-2017 წლები

წყარო: ეროვნული ბანკი

ანი ნადირაშვილი
ანი ნადირაშვილი

ყველა სიახლე

  • [PACE-ს დეპუტატები] ისეთი სტატუსის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული

    [PACE-ს დეპუტატები] ისეთი სტატუსის შეჩერ...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% რეინვესტირებაა

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% რეინ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება

    გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყა...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა