• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი ფაქტ-მეტრის კითხვებს პრემიერის მიერ მისი კანდიდატურის წარდგენამდე არ პასუხობს

"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი ფაქტ-მეტრის კითხვებს პრემიერის მიერ მისი კანდიდატურის წარდგენამდე არ პასუხობს

02/10/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტ-მეტრის გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატებთან ინტერვიუებს წერს. კონკრეტულ მუნიციპალიტეტში კანდიდატები ერთი და იგივე შინაარსის კითხვებს პასუხობენ, რათა ამომრჩეველს მათი შედარების და, შესაბამისად, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს. გორის მუნიციპალიტეტეში ამ პროცესში ზოგიერთი კანდიდატი აქტიურად ჩაერთო, ნაწილს არ აქვს სურვილი, ზოგიერთი მათგანი კი ცენტრალური შტაბიდან მიღებული დირექტივების მიხედვით მოქმედებს. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გორში „ქართული ოცნების“ კანდიდატია. კონსტანტინე თავზარაშვილს აღნიშნული ინტერვიუების შესახებ ფაქტ-მეტრმა სხვა კანდიდატების პარალელურად აცნობა. თავდაპირველად, საქმის კურსში ხათუნა მუზაშვილი ჩავაყენეთ, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, თავზარაშვილის პიარ-მენეჯერია. მასთან შეთახმებისამებრ, კითხვებზე პასუხების გაცემა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა, ჩვენი კითხვების გაცნობის შემდეგ პოზიცია შეიცვალა და რამდენიმე დღის შემდეგ ასეთი პასუხი მივიღეთ: „ვესაუბრე ბატონ კოტეს. 6 ოქტომბერს ჩამოდის პრემიერი, რომელიც ოფიციალურად წარადგენს მერობის კანდიდატად. გვირჩევნია, რომ ამის შემდეგ მოხდეს ჩაწერა. ოფიციალური პროგრამაც მაგ დროს გვექნება. არ გვინდა, რაიმე ხარვეზი გაიპაროს. ასე აჩქარებით არ გვინდა რაიმე გავაკეთოთ“, - განმარტა კანდიდატის პიარ-მენეჯერმა. ამის შემდეგ, ფაქტ-მეტრმა ინტერვიუს ჩაწერის შესახებ თხოვნა უშუალოდ კოტე თავზარაშვილს, სხვა წყაროების საშუალებით მიაწოდა, რომელთა განმარტებით, სამი დღის განმავლობაში, დილიდან-საღამომდე, კანდიდატი თბილისში, პარტიის ცენტრალურ შტაბში უნდა ყოფილიყო და ჩვენს კითხვებს ამის შემდეგ აუცილებლად უპასუხებდა. იმისთვის, რომ გორის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლისთვის კანდიდატთა დაპირებებისა და სტრატეგიის შესახებ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ამ ლოდინსაც დავთანხმდით და მესამე დღეს კოტე თავზარაშვილს უკვე თავად დავუკავშირდით. მერობის კანდიდატმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თბილისიდან 17:00 საათისთვის დაბრუნდებოდა და ინტერვიუს ჩაწერა შესაძლებელი იქნებოდა. ფაქტ-მეტრი ინტერვიუს ადგილის დასაზუსტებლად თავზარაშვილს 17:30 წუთზე კვლავ დაუკავშირდა, თუმცა ამ დროს უარის მოტივად სხვა შეხვედრაზე წასვლა დასახელდა. ამ ერთი შეხედვით მარტივი საკითხიდან რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება. პირველი, შეგვიძლია გამოვთქვათ ეჭვი, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება კონსტატნტინე თავზარაშვილი მერად არჩევის შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლებისგან, მაშინ, როცა რამდენიმე ჩვეულებრივ კითხვაზე (ის საკითხები, რაზეც მას დიდი ხანია ნაფიქრი უნდა ჰქონდეს) პასუხის გაცემისთვის პრემიერის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. ასევე, საინტერესოა ისიც, რატომ არ აქვს მას გამოქვეყნებული საარჩევნო პროგრამა ამ დრომდე, როცა არჩევნებამდე 20 დღეც არ არის დარჩენილი, ან რაში სჭირდება პროგრამის გამოქვეყნებას პრემიერის ოფიციალური წარდგენა, მაშინ როცა კანდიდატი 21 სექტემბერს ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა ცესკო-ში. ასევე საინტერესოა, არჩევის შემთხვევაში როგორი იქნება მერობის კანდიდატის კომუნიკაცია საზოგადოებასთან იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ კანდიდატობის პერიოდში ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ვერ იცლის. მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ადგილობრივი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინტერვიუს ჩაწერასთან დაკავშირებით შეთანხმება არა კანდიდატთან, არამედ ცენტრალურ შტაბთან ხდება. ჩვენ, ბალანსის დასაცავად, „ქართული ოცნების“ კანდიდატის პასუხებს რამდენიმე შეკითხვაზე მაინც შემოგთავაზებთ, რომელიც ფაქტ-მეტრმა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ კანდიდატთა სართო შეხვედრაზე მოისმინა. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ 6 ოქტომბრის შემდეგ კონსტანტინე თავზარაშვილი ფაქტ-მეტრის კითხვებზე პასუხების გაცემას მოინდომებს, ჩვენ მზად ვართ მასთან ინტერვიუ სრულად გამოვაქვეყნოთ.
თეგები:
ბიუჯეტის ხარჯები
სკოლები
ირაკლი შიოლაშვილი
ოთარ კვირიკაშვილი
ომბუდსმენი
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

    [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა