მუხლი აწესებს, რომლის რიცხოვნობაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი შრომის ანაზღაურებას (თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი) არეგულირებს, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების 25%-ს. აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე (ა(ა)იპ) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.
აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია შემდეგია: “გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს”. ამ პუნქტის ასეთი ფორმით არსებობა ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ კოდექსით გათვალისწინებული ზღვრების დაცვისა და შესრულების მონიტორინგი შეუძლებელია და ის ცალკე ასახვას არ ჰპოვებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რადგან ბიუჯეტის შედგენა ხდება საბიუჯეტო კოდექსისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციისშესაბამისად, სადაც შრომის ანაზღაურების მუხლში კონსოლიდირდება როგორც საჯარო მოხელეების, ისე მუნიციპალიტეტის პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ხარჯები. აქედან გამომდინარე, როგორც ადგილობრივი მაკონტროლებელი ორგანოები, ისე ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის აპარატის შრომის ანაზღაურების ხარჯების 156-ე მუხლთან შესაბამისობას.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა 71 მუნიციპალიტეტის 2015, 2016 და 2017 წლის ბიუჯეტებში შრომის ანაზღაურების მოცულობისა და მისი პროცენტული მაჩვენებლით ბიუჯეტის ხარჯებთან მიმართებაში,რაც არ გულისხმობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის კვლევას, რადგან ამის დადგენა წინა აბზაცში აღწერილი გარემოებების გამო შეუძლებელია. აღნიშნული კვლევა მოიცავს მუნიციპალიტეტის ორივე ორგანოს საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ხარჯებს.
ქალაქ თბილის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტშიშრომის ანაზღაურების პროცენტული წილი ბიუჯეტის ხარჯებთან მიმართებაში 15.2% -ია, რაც 2015 წლის ბიუჯეტში 6.7% -ს შეადგენდა. მიმდინარე წელს დაგეგმილი შორმის ანაზღაურების მოცულობა 2015 წელთან შედარებით 107.6%-ითაა გაზრდილი, რაც 87 886 600 ლარს შეადგენს.
ცხრილი 1:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხარჯები
![1](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/13.png)
2015 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსი მუნიციპალიტეტის ორგანოებში შრომის ანაზღაურების ხარჯმა 26 519 245 ლარი შეადგინა, ხოლო ეს მაჩვენებელი 2016 წელს 35 062 459 ლარი იყო. მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურების გეგმა 35 318 756 ლარია. აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში, ჯამში, 2015 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურების მოცულობა 33.2%-ით არის გაზრდილი. ხარჯებში შრომის ანაზღაურების წილი ყველაზე მაღალი ქედის მუნიციპალიტეტშია, სადაც მიმდინარე წლის გეგმის მიხედვით 55.1% -ია, ხოლო 2016-2015 წლებში, შესაბამისად, 52.7% და 26.6% იყო. ასევე, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტებში ეს მაჩვენებელი 51.3% და 48.4%-ია. აღნიშნულ წლებში შრომის ანაზღაურების მოცულობის წილი ყველაზე დაბალი ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტებშია. მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურების წილი ხარჯებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში საშუალოდ 37.8% -ია.
ცხრილი 2:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
![2](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/22.png)
მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან, სადაც შრომის ანზღაურების ხარჯი მთლიანი ხარჯების 35.8% და 35.1%-ია. მიმდინარე წელს ხუთივე მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების წილი ბიუჯეტის ხარჯებში საშუალოდ 32.8%-ია.
ცხრილი 3:
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
![3](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/31.png)
ცხრილი 4:
შიდა ქართლის მხარე
![4](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/4.png)
მუნიციპალიტეტში 19%-ს (2017 წელი). ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, შრომის ანაზღაურება 2016 წელს წინა წელთან შედარებით 19.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის შრომის ანაზღაურების ხარჯი 9.7%-ით ნაკლები დაიგეგმა და 16 884 100 ლარია.
ცხრილი 5:
ქვემო ქართლის მხარე
![5](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/5.png)
მუნიციპალიტეტი გამოირჩევა, რომლის მოცულობა მიმდინარე წელს 13.9%-ია. ოთხივე მუნიციპალიტეტის შრომის ანზღაურების მოცულობა მიმდინარე წელს გურიაში 6 592 300 ლარით არის დაგეგმილი, რაც წინა წელთან შედარებით 184 760 ლარით ნაკლებია, მაგრამ მისი მოცულობა 2015 წელს 6 452 029 ლარი იყო.
ცხრილი 6:
გურიის მხარე
![6](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/6.png)
მუნიციპალიტეტშია, რომელიც მიმდინარე წელს 9.1% -ს შეადგენს. ჯამში, იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიეტეტის შრომის ანზღაურების მოცულობა 2017 წელს 22 702 900 ლარია, რაც 2016-2015 წლებში, შესაბამისად, 24 694 908 და 21 722 756 ლარს შეადგენდა.
ცხრილი 7:
იმერეთის მხარე
![7A](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/7A.png)
მუნიციპალიტეტის 2015 და 2016 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მოცულობა ხარჯების 35.3%-სა და 31.7%-ს შეადგენდა, თუმცა მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ხარჯების 23.9%-ია. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების შრომის ანაზრაურების მოცულობის ჯამი 11.6%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურების მაჩვნებელი 10.4%-ითაა შემცირებული. ჯამში, სამცხე-ჯავახეთის შვიდ მუნიციპალიტეტში 2017 წლის შრომის ანაზღაურების გეგმა 8 859 100 ლარია.
ცხრილი 8:
სამცხე-ჯავახეთის მხარე
![8](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/8.png)
(სათემო) და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, შედარებით კახეთის მხარის სხვა მუნიციპალიტეტებთან, შრომის ანზღაურების პროცენტული მაჩვნებელი ხარჯებთან მიმართებაში მაღალია, რაც თელავში 27.8%, ხოლო სიღნაღში 26.8% -ს შეადგენდა. ჯამში, კახეთის მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურების ხარჯი 2015 წელს 13 351 680 ლარია, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვნბელი 4.6%-ით გაიზარდა და 13 959 650 ლარი შეადგინა.
ცხრილი 9:
კახეთის მხარე
![9](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/9.png)
მუნიციპალიტეტში კი - 25.4%. მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურების მოცულობის წილი ბიუჯეტის ხარჯებში საშუალოდ 23.5% -ია.
ცხრილი 10:
მცხეთა-მთიანეთის მხარე
![10](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/10.png)
მუნიციპალიტეტებში. 2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების მოცულობა 20 487 200 ლარია, ხოლო მისი წილი ხარჯებში საშუალოდ 25.3% -ია.
ცხრილი 11:
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
![11](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/111.png)
ხარჯებში შრომის ანაზღაურების მოცულობა 16.9% -ს შეადგენდა, ხოლო 2016 და 2017 წლებში ეს მაჩვნებელი შესაბამისად 16.9% და 15.3%-ია.
ცხრილი 12:
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები
![12](https://factcheck.ge/wp-content/uploads/2017/08/121.png)
კვლევით დადგინდა, რომ ბიუჯეტის ხარჯებში შრომის ანაზღაურების წილის პროცენტული მაჩვენებლის ზრდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი გამოირჩევა. ჯამში, ეს მაჩვნებელი 2015 წელს საშუალოდ 24.3% იყო, რაც 2017 წლის გეგმით 37.8%-ია. კლების კუთხით კი აღსანიშნავია სამცხე-ჯავახეთი, სადაც ეს მაჩვენებლი 2015 წელს 28.9% და მიმდინარე წელს 24.7%-ია. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებში შრომის ანაზღაურების მაღალი წილით ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებიც ხასიათდებიან.
მიმდინარე წელს, ხარჯებში შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი წილი ქედისა (55.1%) და ქობულეთის (51.3%) მუნიციპალიტეტებშია. 2017 წლის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების პროცენტული წილი ხარჯებთან მიმართებაში ყველაზე დაბალია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში - 9.1%, ასევე, ქალაქ რუსთავის (12.3%), თერჯოლის (13.3%), ქალაქ გორის (13.5%) და ქალაქ ოზურგეთის (13.9%) მუნიციპალიტეტებში.
ავტორის შენიშვნა: კვლევა მოიცავს 2017 წლის ივნისის მდგომარეობით matsne.gov.ge-ზე არსებულ მონაცემებს