• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მარტვილის გამგეობას 20 თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლება 317 669 ლარი დაუჯდა

მარტვილის გამგეობას 20 თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლება 317 669 ლარი დაუჯდა

22/07/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე გრიგალავას მიერ საჯარო მოხელეების უკანონოდ გათავისუფლების შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დამატებით 317 669 ლარის ხარჯის გაწევა მოუწია. საჯარო დაწესებულებაში მოხელე ამავე დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინიშნება. შესაბამისად, მერიის ან გამგეობის შემთხვევაში საჯარო მოხელეს გამგებელი ან მერი ნიშნავს. ანალოგიურად, როგორც დანიშვნის შემთხვევაში, მოხელეს თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების ხელმძღვანელი. კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირის უფლებაა, მიმართოს სასამართლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. „​საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი და უკვე ახალი რედაქციითაც, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, საჯარო ადმინისტრაციამ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე იმავე თანამდებობაზე (რომელსაც გათავისუფლებამდე იკავებდა) დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება მოხელის იმავე თანამდებობაზე აღდგენა, ჩანაცვლება ხდება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენით, ხოლო, ასეთი თანამდებობის არარსებობისას კი, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის თანხმობით, მისი სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმება. ამასთან, საჯარო ადმინისტრაცია ვალდებულია უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს აუნაზღაუროს განაცდური შრომითი გასამრჯელო. 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული ახალი კანონით, იმ შეთხვევაში, თუ პირის დასაქმება შეუძლებელია, მისი ჩარიცხვა ხდება მოხელეთა რეზერვში და გარდა განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებისა, მას ეძლევა 6 თვის სახელფასო კომპენსაცია. ​ფაქტ-მეტრმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტიდან უკანონოდ გათავისუფლებული (სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად) პირებისთვის გაცემული განაცდური შრომითი გასამრჯელოს მოცულობის შესახებ კვლევა უკვე გამოაქვეყნა. ამჯერად, ამ კუთხით მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობით დავინტერესდით. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლად ალექსანდრე  გრიგალავა აირჩიეს. ჩვენი კვლევაც სწორედ მისი უფლებამოსილების ცნობიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში მარტვილის მუნიციპალიტეტიდან სულ 78 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს - 77 გამგეობიდან, ხოლო ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან. გამგეობიდან გათავისუფლებულ მოხელეებს შორის იყვნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, რომელთა გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის 17 წარმომადგენელი აღადგინეს. ასევე, თანამდებობაზე დაბრუნდა ერთი განყოფილების უფროსი. ხოლო, განაცდური ხელფასი აუნაზღაურდა 20 პირს, რისთვისაც, ჯამში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 317 669 ლარის ხარჯის გაწევა მოუწია. ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა უკანონოდ გათავისუფლებული პირების თანამდებობებზე აღდგენამდე ამავე თანამდებობებზე დანიშნული პირებისათვის გაცემული შრომის ანაზღაურების მოცულობით.   ცხრილი 1: უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა აღდგენამდე ამავე თანამდებობებზე მყოფი სხვა პირების შრომის ანაზღაურება (ლარი)
წელი 2014 2015 2016
თანამდებობრივი სარგო 42 838 199 091 176 729
პრემია 12 640 33 865 17 920
  მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეების აღდგენამდე მათ ადგილს იკავებდნენ, უკანონოდ გათავისუფლებული პირების აღდგენის შემდეგ სხვა თანამდებობებზე არ გადაუყვანიათ.   დასკვნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების თანამდებობებზე აღდგენამდე ამავე თანამდებობებზე მყოფმა პირებმა ჯამში 483 083 ლარის შრომის ანაზღაურება მიიღეს - 418 658 ლარი ხელფასის და 64 425 ლარი პრემიის სახით. ხოლო, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე გრიგალავას მიერ საჯარო მოხელეების უკანონოდ გათავისუფლების შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დამატებით 317 669 ლარის გაღება მოუწია.
თეგები:
ქართუ ჯგუფი
დავით ბატაშვილი
დავით კირკიტაძე
სკოლები
The Guardian
გიორგი შამუგია
ირაკლი ჭეიშვილი
ეგნატე შამუგია
ეგნატე შამუგია

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა