• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2013 წლის შემდეგ იმერეთის გუბერნატორის წლიური თანამდებობრივი სარგო 20 ათას ლარზე მეტითაა გაზრდილი

2013 წლის შემდეგ იმერეთის გუბერნატორის წლიური თანამდებობრივი სარგო 20 ათას ლარზე მეტითაა გაზრდილი

23/07/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
პოლიტიკურმა პლატფორმამ - „ახალი საქართველო“, გუბერნიებში გაცემული პრემია/დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა მარიამ ქელბაქიანმა ამ კვლევის შეფასებისას აღნიშნა, რომ გუბერნიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუმსახურებლად იღებენ ხელფასს და დანამატებს, თან ხშირ შემთხვევაში გაორმაგებულს. პარტიაში განაცხადეს, რომ კვლევაში, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად, ვერ მოხვდა იმერეთის მონაცემები, ვინაიდან მათ შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდეს. სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელსაც თანამდებობაზე საქართველოს მთავრობა ნიშნავს. მისი უფლებამოსილების სფეროს საქართველოს მთავრობის რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია, შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების კოორდინაცია და მთავრობის სხვა დავალებების შესრულება წარმოადგენს. 2015 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის პოსტზე გივი ჭიჭინაძე, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი წარადგინა. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას ბოლო წლებში გაცემული ხელფასისა და პრემია/დანამატების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. უნდა ითქვას, რომ მოთხოვნილი სტატისტიკა ფაქტ-მეტრმა კანონით განსაზღვრულ ვადებში, დროულად მიიღო. ინფორმაციაში ასახულია გუბერნატორის, გუბერნიის ადმინისტრაციის როგორც შტატიანი, ასევე შტატგარეშე თანამშრომლების მიერ 2011 წლიდან დღემდე მიღებული ხელფასი და პრემია/დანამატები. გუბერნატორის ხელფასი თვეში 2 950 ლარს შეადგენს, წლიურად - 35 400 ლარს. მისი ოდენობა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, თუმცა, ბოლო წლებში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ზუსტად ხელფასის ოდენობის დანამატს იღებს. მსგავსი ვითარება იყო 2014 წელსაც, გივი ჭიჭინაძის წინამორბედმა ამ წელს ხელფასის ოდენობის დანამატი მიიღო.   ცხრილი 1: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის შრომითი ანაზღაურება 2011-17 წლებში
ხარჯების დასახელება 2011 წელი 2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი (I-VI)
ხელფასი 35 400 35 400 35 400 35 400 35 400 35 400 17 700
პრემია 11 800 15 970 10 725 725 0 2 950 0
დანამატი 0 0 0 35 400 35 400 35 400 17 700
ჯამი 47 200 51 370 46 125 71 525 70 800 73 750 35 400
  რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, ბოლო წლების განმავლობაში იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. თუ გუბერნიაში 2013 წელს 51 ადამიანი იყო დასაქმებული, წელს მათი რიცხვი 32-ია. შესაბამისად, მათზე გაცემულმა ხელფასის ოდენობამაც იკლო. რასაც ვერ ვიტყვით გაცემულ პრემია/დანამატებზე (ცხრილი 2). შესამჩნევია, რომ ბოლო წლებში პრემიის თანხა იკლებს, თუმცა საგრძნობლად იმატებს გაცემული დანამატი და ჯამში პრემია/დანამატის საერთო მოცულობა თითქმის უცვლელია.   ცხრილი 2: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის საშტატო თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება
2011 წელი 2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი   (I-VI)
საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 41 45 51 49 32 30 32
ხელფასი 399998 431 279 439 773 483 800 355486 355 866 173 116
პრემია 139 501 181 530 94 984 118 473 56 400 24 285 0
დანამატი 0 1 170 1 170 29 163 66 230 94 097 40 962
ჯამი 539 499 613 979 535 927 631 436 478 116 474 248 214 078
  როგორც ცხრილიდან ჩანს, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცემა როგორც პრემია, ისე დანამატი, რომლის წლიური ჯამური ოდენობა მათზე გაცემული ხელფასის საშუალოდ მესამედს შეადგენს და მისი ოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშანვლოვნად არ შემცირებულა. გუბერნიას ხუთი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც ხელფასის გარდა პრემია/დანამატსაც იღებენ. გამონაკლისს მხოლოდ 2012 წელი წარმოადგენს, როცა მათ არც პრემია და არც დანამატი აუღიათ. შტატგარეშე თანამშრომლებმა ყველაზე მეტი პრემია/დანამატი 2015 წელს აიღეს და იგი მიღებული ხელფასის თითქმის ნახევარი იყო. 2016 წელს კი ეს მონაცემი 1/3-ით შემცირდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გაცემული ხელფასებისა და პრემია/დანამატების საერთო ჯამური მაჩვენებელი კი, ასეთ სურათს იძლევა: ცხრილი 3: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებლ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაცემული ხელფასები და პრემია/დანამატები, 2011-17 წლები
2011 წელი 2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი (I-VI)
ხელფასი 473678 499859 506254 557480 421966 423888 209 656
პრემია/დანამატი 153 201 197 500 109 279 188 341 173 259 167 376 63 017
ჯამი 626 879 798 529 615 533 745 821 595 225 591 264 272 673
  როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ბიუჯეტს იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებზე ყველაზე მეტი ხარჯის გაწევა 2012 წელს მოუხდა. მომდევნო წელს სამხარეო ადმინისტრაციისთვის ხარჯი თითქმის 183 ათასი ლარით შემცირდა. 2014 წელს ეს ხარჯი ისევ გაიზარდა თითქმის 130 ათასი ლარით. ბოლო წლებში (2015-2016) ხარჯის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა. თუმცა, ეს ტენდენცია ძირითადად ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართებაში ჩანს, გუბერნატორის ჯამური შრომის ანაზღაურება (ხელფასი და პრემია/დანამატი) კი, პირიქით, გაზრდილია.
თეგები:
ლევან ლორთქიფანიძე
დავით ბატაშვილი
დემირელის კოლეჯი
ბათუმის ბულვარი
სამართალი/რეგიონები
საგადასახადო რეფორმა
კობა ლურსმანაშვილი
დარეჯან ცხვიტარია
ირმა ბახუტაშვილი
ირმა ბახუტაშვილი

ყველა სიახლე

  • [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

    [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა