პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „მთავრობის მიერ გატარებულმა კვაზირეფორმებმა ტრანსპორტზე ფასი გააძვირა“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის იანვრიდან საწვავზე, მსუბუქ ავტომობილებზე და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაზარდა. ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრით, უფილტროზე კი 30 თეთრით გაიზარდა. ავტომობილების შემთხვევაში, აქციზის ზრდის ოდენობა ავტომობილის ასაკსა და ძრავის მოცულობაზეა დამოკიდებული.
უნდა აღინიშნოს, რომ აქციზის გადასახადი ე.წ. არაპირდაპირი გადასახადია (რაც იმას ნიშნავს, რომ ის პროდუქციის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის). აქედან გამომდინარე, აქციზის გაზრდილი გადასახადი თანდათანობით სრულად ან თითქმის სრულად საქონლის ფასში აისახება და, რა თქმა უნდა, მის გაძვირებას იწვევს.
როგორც აღვნიშნეთ, განხორციელებული ცვლილების შედეგად საწვავზე აქციზი გაიზარდა, კერძოდ, ერთ ლიტრ ბენზინზე ზრდამ 18 თეთრი, დიზელზე 22 თეთრი და 1 კუბმეტრ ბუნებრივ აირზე 12 თეთრი შეადგინა.
ცხრილი 1: საწვავზე აქციზის განაკვეთის ცვლილება
როგორც სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, აქციზის ზრდის მიზანი მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში მოსალოდნელი დანაკლისის დაბალანსებაა.
2017 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 1 627 მლნ. ლარი უნდა შევიდეს, რაც 615 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. მთავრობის მიერ დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებების მიზეზებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ აისახა აქციზის ზრდა საწვავის ფასებზე.
2016 წლის დეკემბერში (საწვავზე აქციზის გაზრდამდე), ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შემდეგი იყო:
დაბეგვრის ობიექტი | 2016 (ლარი) | 2017 (ლარი) |
ბენზინი (ტონა) | 250.0 | 500.0 |
დიზელი (ტონა) | 150.0 | 400.0 |
ბუნებრივი აირი (1000 კუბ.მ) | 80.0 | 200.0 |
ა/მ ზეთები, საპოხი საშ. | 400.0 | 800.0 |
- „სუპერის“ ტიპის ბენზინი - 1.89-2.06 ლარი ლიტრზე;
- „პრემიუმის“ ტიპის ბენზინი -1.79-1.89 ლარი ლიტრზე;
- „რეგულარის“ ტიპის ბენზინი -1.59-1.69 ლარი ლიტრზე;
- „ევრო დიზელის“-1.64-1.85 ლარი ლიტრზე
- „სუპერის“ტიპის ბენზინი- 2.29-2.44 ლარი ლიტრზე;
- „პრემიუმის“ ტიპის ბენზინი - 2.19-2.30 ლარი ლიტრზე;
- „რეგულარის“ ტიპის ბენზინი - 1.99-2.10 ლარი ლიტრზე;
- „ევრო დიზელის“- 1.99-2.25 ლარი ლიტრზე
თეგები: