• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დევნილების პროტესტი ზუგდიდში

დევნილების პროტესტი ზუგდიდში

02/02/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული 15 დევნილი, იქვე, ეზოში გაშლილ კარავში მეშვიდე დღეა შიმშილობს. ხუთმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. დევნილები მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. 54 დევნილი ოჯახი წლებია აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, შენობა საცხოვრებლად უვარგისია, კედლები და ჭერი მთლიანად დაზიანებულია, იატაკი ჩანგრეული. დაახლოებით ერთი თვის წინ, იმ ადგილას, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, ჭერი ჩამოინგრა და ხუთი წლის ნ. კ. -ს ფიზიკური დაზიანება გამოიწვია. ბავშვს სახეზე ჭრილობის კვალი დღემდე ეტყობა. დედამისი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც გაუსაძლისი პირობებისა და დაბალი ქულის მინიჭების გამო პირი ამოიკერა. „ყველანი კარგად ხედავთ, თუ რა შენობაში ვცხოვრობთ, ღამე ნახევრად არ მძინავს და სულ ბავშვებისკენ ვიყურები, რომ თავზე ჭერი არ დაეცეთ. აქ ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ოთხი ოჯახის გარდა, ყველა დანარჩენმა არაობიექტური ქულები მივიღეთ. ვითხოვთ კომისიას, რომელიც ხელახლა გადაამოწმებს ჩვენს საცხოვრებელ პირობებს“, - ამბობს დევნილი ნონა შონია. დევნილებთან ამ დრომდე არც ადგილობრივი ხელისუფლებისა და არც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მისულან. მოშიმშილეები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და დევნილთა და განსახლების მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. მთელი ღამე კარავში დევნილებთან ერთად ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ენმ-ის წარმომადგენელი ანი წითლიძე იმყოფებოდა. „მე ქალაქის ხელმძღვანელ პირებს, ასევე გუბერნატორს ვთხოვე, რომ მოსულიყვნენ აქ ადგილზე და ელემენტარულად ენახათ მაინც დევნილების უკიდერესად რთული მდგომარეობა, მაგრამ, ჯერჯერობით, არავინ გამოჩენილა. დევნილების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ეკისრება“, - ამბობს წითლიძე. მისივე თქმით, ზუგდიდიდან  პარლამენტს ხუთი წარმომადგენელი ჰყავს, მათი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ აქ იყვნენ დევნილებთან ერთად მანამ, სანამ მოშიმშილე დევნილებს ცენტრალური ხელისუფლება ყურადღებას არ მიაქცევს, „მე მოვუწოდებ ხუთივე პარლამენტის წევრს, რომ კეთილი ინებონ, თავიანთი თბილი სავარძლებიდან ადგნენ და ამ ხალხს პრობლემები მოუგვარონ“. დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა და ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ დევნილების მოთხოვნა ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, მათ საცხოვრებელ პირობებს კომისია ხელახლა ვერ გადაამოწმებს. „როგორც კი გავიგეთ, რომ რომ მანუჩარ ჩილაჩავას სიმამრს, რომელიც ახლა ენგურს გაღმა ცხოვრობს, 13 ქულა მიანიჭეს, იმ დღესვე მივედით აფხაზეთის სამმართველოში და ვნახეთ ბატონი ჩილაჩავა, მე პირადად ვკითხე თუ სად არის სამართალი მეთქი, ჩაიცინა და იქვე უპასუხოდ დაგვტოვა. ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ შიმშილობა დაგვეწყო, ჩაწყობებს აქვს ადგილი და სულ თავიანთ ხალხს ეხმარებიან. არ ავდგებით აქედან  მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მეტი გზა არ დაგვიტოვეს“, - ამბობს მოშიმშილე დევნილი ნაზი გამისონია. დევნილებმა დახმარების თხოვნით წერილი საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილსაც გაუგზავნეს. მანამდე მსგავსი ხასიათის წერილით არაერთხელ მიმართეს დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა წერილებს რეაგირება არ მოჰყოლია. დევნილებთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელი არჩილ თოდუა იმყოფებოდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უახლოეს დღეებში გაერკვევიან, დევნილებისთვის დაბალი ქულების მინიჭება რა კრიტერიუმებით მოხდა.
თეგები:
მივლინებები
სკოლები
ლუდი
უეფა
გონიოს ხიდი
The Guardian
თამარ შონია
თამარ შონია

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა