• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა თანხას დაზოგავდა განათლების სამინისტრო, ე.წ. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა მიზნობრივი რომ ყოფილიყო?

რა თანხას დაზოგავდა განათლების სამინისტრო, ე.წ. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა მიზნობრივი რომ ყოფილიყო?

22/12/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
2013 წელს, განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო გახდა. ამ პროგრამისთვის 2013-2017 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მოცულობა ასე გამოიყურება:   ცხრილი 1: განათლების სამინისტროს მიერ 2013-2017 წლებში უფასო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები (მლნ ლარი)
2013 2014 2015 2016 2017 (გეგმა)
16.3 13.2 5.1 5.3 16.9
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სახელმწიფო ბიუჯეტი   აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემის პროცესი 2010 წლიდან დაიწყო. პროგრამა 1-დან მე-12 კალასის ჩათვლით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს მოიცავდა. 2012 წელს, ამავე პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ისე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს გადაეცათ. განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, აღნიშნულ კატეგორიებში მოქცეული მოსწავლეების რაოდენობა 180 000-ს შეადგენდა. 2013 წელს პროგრამამ საყოველთაო ხასიათი მიიღო და მას შემდეგ სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ უკვე საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს გადაეცემა. განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ინიციატივა გააჟღერა. მინისტრის ინიციატივით, კარგი იქნებოდა, თუკი სახელმწიფო მომავალი სასწავლო წლებიდან ე.წ. უფასო სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით შეძლებული ოჯახის შვილებს აღარ დაეხმარებოდა. კერძოდ, ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 000 ლარი და მეტი იქნებოდა, პროგრამას გამოეთიშებოდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მინისტრის ინიციატივამ სამთავრობო გუნდში მოწონება ვერ დაიმსახურა. მიმდინარე წლის 15 ნოემბერს მინისტრმა განმარტა, რომ შეძლებული ოჯახის წევრები კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს კვლავაც მიიღებენ. „როგორც ჩანს, არავის მოეწონა ჩემი ეს მოსაზრება და ამიტომ ეს არ მოხდება. თანაც ძალიან ცოტაა ასეთი ოჯახი. ეკონომიას ვერაფერს მივიღებდით და ტყუილად შევაწუხებდით ხალხს“, - განაცხადა ჯეჯელავამ. იმის დადგენა, წლიურად 40 ათას ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახებში რამდენი სასკოლო ასაკის ბავშვი ცხოვრობს და მათგან რამდენია საჯარო სკოლაში რეგისტრირებული, რთულია. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ დაგვეთვალა, თუ რა მოცულობის თანხის დაზოგვას შეძლებდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუკი პროგრამას მიზნობრივ ხასიათს დაუბრუნებდა და სახელმძღვანელოებს მხოლოდ სოციალურად დაუცველ, ომში დაღუპულთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს გადასცემდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად სკოლებში საშუალოდ 550 000 მოსწავლეა რეგისტრირებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 6-18 წლის ასაკის საარსებო შემწეობის მიმღებ, ანუ სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა 99 324-ს შეადგენს (ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ყველა მათგანი სკოლაშია რეგისტრირებული). აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული მომენტისთვის ჩვენთვის მრავალშვილიან და ომში დაღუპულთა ოჯახების სასკოლო ასაკის მოზარდების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. თუმცა, თუკი 2012 წლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და ომში დაღუპულთა ოჯახების სასკოლო ასაკის ბავშვების მიახლოებითი მაჩვენებელი 200 000 უნდა იყოს. აღნიშნული მაჩვენებლისა და სკოლებში რეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობის გათვალისწინებით, შეგვიძლია იმ თანხის მაჩვენებელი გამოვიყვანოთ, რომლის დაზოგვასაც განათლების სამინისტრო ყოველწლიურად შეძლებდა, თუკი სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მოსწავლეების ყველაზე მოწყვლად კატეგორიას გადასცემდა. მაგალითად, თუკი მიზნობრივი ჯგუფის საშუალო მაჩვენებლად 200 000 მოსწავლეს ავიღებთ, გამოვა, რომ ის მოსწავლეების საერთო რაოდენობის თითქმის მესამედია. თუკი 2013-2016 წლებში სასკოლო სახელმძღვანელოებზე დახარჯულ ბიუჯეტსაც გავამესამედებთ, 2013-2017 წლებში განათლების სამინისტროს მიერ სასკოლო სახელმძღვანელოების ხარჯების დანაზოგი ასეთი იქნებოდა:   ცხრილი 2: 2013-2017 წლებში უფასო სახელმძღვანელოებისთვის დახარჯული თანხების შესაძლო დანაზოგი
2013 2014 2015 2016 2017
10 882 420 8 810 667 3 422 955 3 573 100 11 266 667
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სახელმწიფო ბიუჯეტი   თუკი ე.წ. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას მიზნობრივი ხასიათი ექნებოდა, ბოლო 4 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე 56.93 მლნ ლარის ნაცვლად 18.98 მლნ ლარს დახარჯავდა და ჯამში დაახლოებით 37.95 მლნ ლარის დანაზოგს გააკეთებდა.
თეგები:
ვახტანგ გომელაური
ჩინეთი
TAV
ეროვნული ბანკი
ბესო ნამჩვაძე
ნატალია ვახტანგაშვილი
ნატალია ვახტანგაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა