• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გალის რაიონი, როგორც ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა

გალის რაიონი, როგორც ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა

მოსკოვმა სოხუმთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმა, რომელსაც ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ნოემბერს მოაწერა

30/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მოსკოვმა სოხუმთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმა, რომელსაც ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ნოემბერს მოაწერა. აღნიშნული დოკუმენტი პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ რუსები აფხაზეთზე სრულ სამხედრო კონტროლს უკვე „ოფიციალურად“ დაამყარებენ.

 

ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრულია, რომ:

 

1. "ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის მიმართ აგრესიის მოსაგერიებლად (შეიარაღებული თავდასხმა) ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთ წელიწადში ქმნიან ერთობლივ საჯარისო ფორმირებას რუსეთის საჯარისო და აფხაზეთის საჯარისო შენაერთებიდან.

 

2. აგრესიის საფრთხის პერიოდში ან საომარი მოქმედებების დროს გაერთიანებული ფორმირების სარდლად ინიშნება რუსეთის ფედერაციის მიერ რუსეთის საჯარისო შენაერთის წარმომადგენელი, ხოლო მოადგილედ აფხაზეთის რესპუბლიკის საჯარისო შენაერთის წარმომადგენელი.

 

აგრესიის (შეიარაღებული თავდასხმა) საფრთხის არსებობას, რომელიც არის საფუძველი გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შექმნისა, ადგენს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებული გადაწყვეტილებით უფლებამოსილი ორგანო.

 

გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს აფხაზეთის რესპუბლიკის ჯარის  მთავარსარდალს“.

 

ამ ფონზე აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრებულ ზომებზე,  თავად გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა საუბრობს.

 

„ერთ წელზე მეტია, რაც  გალის დაბალი ზონის სოფლებში საკომენდანტო რეჟიმი ისედაც მოქმედებს. ბოლო თხუთმეტი დღეა, ჩვენს სოფელში დამატებით სპეციალური საპატრულო მანქანები გამოჩნდნენ. რუსებს სხვა ტიპის ფორმები აცვიათ. ყველას გაგვიკვირდა, რადგან ადრე სხვა ფორმები ეცვათ, თუმცა მივხვდით, რომ სპეციალური ფუნქციები აკისრიათ. ჯერჯერობით, უბრალოდ, დღის განმავლობაში ქუჩაში რამდენჯერმე გადაადგილდებიან და გვაკვირდებიან“, - ამბობს გალის დაბალი ზონის მკვიდრი ე.ზ.

 

როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, რუსებმა გალის რაიონის ტერიტორია სასაზღვრო ზოლად გამოაცხადეს და სწორედ ამის შემდეგ 2009 წელს გალის რაიონში პირველი რუსული სამხედრო დანაყოფები შეიყვანეს. იმავე წელს აპრილის შუა რიცხვებიდან სამხედრო ბაზების მშენებლობა ინტენსიური ტემპით დაიწყო. პირველი სამხედრო ბაზა სოფელ ფიჩორში აშენდა, შემდეგ სამხედრო ბაზების მშენებლობა მდინარე ენგურის გასწვრივ ხუთ სოფელში - ოტობაიაში, ნაბაკევში, ჭუბურხინჯში, ლეკუხონასა და საბერიოში გაგრძელდა.

 

აღნიშნული სამხედრო ბაზები  მაღალი დონის ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, ოფიცრებისთვის და ჯარისკაცებისთვის  საცხოვრებელი სახლებით და შემდეგ უკვე დანარჩენი ინფრასტრუქტურით. ოფიცრების ნაწილი ბაზებზე ოჯახებითურთ ცხოვრობს, თითოეულ ბაზაზე ჯარისკაცებისა და ოფიცრების კონტინგენტი სხვადასხვაა,  ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ქალაქ გალში მდებარეობს.

 

მთლიანობაში ამჟამად გალის რაიონში რვა სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს - ექვსი მდინარე ენგურის სანაპირო ზოლზეა განლაგებული, ერთი ქალაქ გალში და კიდევ ერთი სამხედრო  ბაზა სოფელ ოქუმში მდებარეობს.

 

აფხაზებმა 2015 წელს გალის რეგიონში მოსახლეობის აღწერა ჩაატარეს. არსებული ინფორმაციით, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში 17 800 ქართველი ცხოვრობს, ამას ემატება ქალაქი გალი და მთლიანობაში გალის რეგიონში ამჟამად დაახლოებით 40-დან 43 ათასამდე ქართველია.

 

როგორც ქალაქ გალის ერთ-ერთი მცხოვრები დ.ჯ. ჩვენთან საუბარში ამბობს, ბოლო პერიოდში ქალაქში მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ გალი სულ მალე სამხედრო ქალაქად გადაკეთდება.

 

მისი თქმით, იმ სამხედრო ბაზებით, რაც ახლა აფხაზეთში არსებობს, რუსები ისედაც ყველაფერს აკონტროლებენ. სანაპიროზე ექვსი უზარმაზარი სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია გააკონტროლოს.

 

„რუსები, როცა შემოვიდნენ, ხშირად გვეუბნებოდნენ, - ჩვენ არასდროს არაფერს გეტყვით  აქედან წასვლაზე, უბრალოდ, ისეთ მძიმე პირობებს შეგიქმნით, რომ იძულებული გახდებით, თავადვე დატოვოთ საკუთარი სახლებიო. ალბათ, ბევრი ვერ შეეგუება ასეთ  რეჟიმში ცხოვრებას და მოუწევს ენგურს გაღმა გადასვლა“, - ამბობს გალელი ქართველი.

 

„ყველაფერი მკაცრდება და საქმე იქითკენ მიდის, რომ ამით აფხაზეთის ტერიტორიის ანექსია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. შესაძლებელია, სულ მალე აფხაზეთის ყირიმიზაცია მივიღოთ  და ამით აფხაზეთი რუსეთს შეუერთდება.

 

დე ფაქტოდ უკვე შეერთებულია, დე იურედ უნდა გადაფორმდეს. საუბარია, რომ ახლო მომავალში რეფერენდუმი ჩატარდება და აფხაზი ხალხი იტყვის: „ჩვენ გვინდა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა“.

 

ჩვენ აქ არაფერს გვეკითხებიან, რადგანაც აქ  ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქის ფუნქცია გვაქვს. არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ გვაძლევენ და რეფერენდუმზე საუბარიც ზედმეტია“.

 

გალში მცხოვრები ქართველებისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ზომების გამკაცრება და გალის სამხედრო ქალაქად გადაკეთება.

 

„ვისგან უნდა დაიცვან საზღვარი, ვის ხედავენ პოტენციურ მოწინააღმდეგედ - გაუგებარია. გარდა ამისა, გუდაუთაში არსებობს ყოფილი საბჭოთა კავშირის, ე.წ. ბომბორას სამხედრო ბაზა, იქ ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოთხი ათასი რუსი სამხედრო იმყოფება, რომელსაც მდინარე ენგურიდან დაახლოებით 130 კმ აშორებს. ამას დამატებული რუსეთის „ეფესბეს“ ჯარი, რომელიც ენგურთან საზღვარს მთლიანად აკონტროლებს - ეს არის 3200 კაცი და კიდევ დაემატება აფხაზური 1 200-კაციანი დაჯგუფება. შედეგად შეიქმნება, მობილური, მრავალრიცხოვანი და უმაღლეს დონეზე შეიარაღებული დაჯგუფება.

 

რუსეთი ამით სამხრეთ ფრთაზე ქმნის ძალიან ძლიერ მობილურ სამხედრო დაჯგუფებას. ამას ჯერჯერობით ჩვენი მოსახლეობა ვერ გრძნობს. ვნახოთ, რეალურად რა მოხდება, ჯერ მხოლოდ ამაზე საუბრობენ და ქალაქ გალში, სამხედრო ქალაქად გადასაკეთებლად, სამუშაოები უკვე დაწყებულია“, - გვითხრა გალში მცხოვრებმა 61 წლის ნ. შ.-მ.

 

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის თქმით, თუ გალი სამხედრო ქალაქად გადაკეთდება, ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც იქ მცხოვრები ქართველები იძულებული გახდებიან, ენგურს გაღმა გადმოვიდნენ.

 

„იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ აქ მცხოვრები დევნილების განსახლების პროცესი მიმდინარეობს, ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს,  თუმცა ამაზე, ჯერჯერობით,  მხოლოდ საუბრობენ“, - ამბობს ჩიკვაიძე.

თეგები:
ნინი ცხვარიაშვილი
ნატოს საწვრთნელი ცენტრი
მივლინებები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ზაალ უდუმაშვილი
თამარ შონია
თამარ შონია

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა