• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ნარჩენების პრობლემა მარნეულში

ნარჩენების პრობლემა მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნარჩენების გატანის პრობლემა წლებია, არსებობს. ამ საკითხს კიდევ უფრო პრობლემატურს ხდის ის ფაქტორი

17/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მარნეულის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნარჩენების გატანის პრობლემა წლებია, არსებობს. ამ საკითხს კიდევ უფრო პრობლემატურს ხდის ის ფაქტორი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას ნარჩენების გადაყრა არა ურნაში, არამედ სპეციალურად განთავსებულ ადგილზე უწევს.

 

ამ საკითხს ზაფხულში ექცევა განსაკუთრებული ყურადღება, ხშირია დისკუსიები, დაპირებები პრობლემის გადაჭრის თაობაზე, თუმცა, როგორც წესი, ზამთარში ამაზე აღარავინ საუბრობს და პრობლემაც პრობლემად რჩება.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში 78 სოფელია, ცენტრი კი ქალაქი მარნეულია. მოსახლეობის რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 104 300 ადამიანია, აქედან ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა  20 211 შეადგენს, ხოლო სოფლად 84 089 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტში ნარჩენების საკითხებზე შპს „კომუნალური მეურნეობა“, „ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“ ზრუნავს. მუნიციპალიტეტს აქვს ნაგავსაყრელიც, რომლის ღირებულებაც, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 529.929  ლარია.

 

ჩვენ ვესაუბრეთ მარნეულის შპს „კომუნალური მეურნეობის“ დირექტორ ლერი მუმლაძეს. როგორც მან განმარტა, მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 350-მდე ურნაა, მათი უმრავლესობა ქალაქსა და მაგისტრალურ გზებზეა გადანაწილებული, ხოლო სოფლები ურნების გარეშეა დარჩენილი.

 

მუმლაძის თქმით, „კომუნალური მეურნეობის“ სამსახურს მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიდან, მათ შორის, წერეთლიდან, საიმერლოსა და თამარისიდან კვირაში სამჯერ სპეციალური მანქანით გააქვს ნარჩენები. მარნეულის სოფლების უმრავლესობას კი ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვს.

 

მარნეულის „კომუნალური მეურნეობა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება 975 ათასი ლარით, კომპანიაში 108 ადამიანია დასაქმებული.

 

„მარნეულის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის“ მთავარი ფუნქციაა ნარჩენების გადამუშავება, ის სრულად ფინანსდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარით.

 

ამ ფონზე მუნიციპალიტეტში მწვავედ დგას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის პრობლემა. ჩვენ ვიმყოფებოდით მარნეულის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ქუთლიარში, ლეჯბადინში, მუღალოსა და ქესალოსოში. სოფლად მცხოვრებნი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რასაც მათთვის ჭარბი რაოდენობის ნარჩენი იწვევს.

 

ამილ მამედოვი სოფელ ქუთლიარში ცხოვრობს. ის 28 წლისაა და ამბობს, რომ არ ახსოვს სოფლად ნაგვის ურნის არსებობა. იგი გვიყვება, რომ მთელ სოფელს სპეციალური ადგილი აქვს შერჩეული და იქ გააქვს ნაგავი, ღიად ყრის და შემდეგ ამ ნაგავს ცხოველები ქექავენ.

 

მისი თქმით, განსაკუთრებით სახიფათოა ზაფხული, რადგან სოფლად მცხოვრები ბავშვები ხშირად მიდიან ნაგავსაყრელის სიახლოვეს და თამაშობენ. ეს ბევრი დაავადების გამომწვევი ხდება.

 

როგორც ამილი ამბობს, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების მიზნით, დაპირებაც ხშირად მიიღეს, თუმცა დაპირება დაპირებადვე დარჩა.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პრობლემების შესახებ იციან და ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. გარდა ამისა, 2017 წელს ახალი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. ამ ეტაპისთვის კი მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, 2016 წლის მონაცემით, ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება 1 100 ათასი ლარი უჯდება.

თეგები:
ვანო ჩხხიკვაძე
ხიდი
ალტ-ინტერვიუ
ლევან ვასაძე
გამოსახლება
სკოლები
ირაკლი ცეცხლაძე
ჯაბა ბერიძე
ქამრან მამედოვი
ნანა სისვაძე
ნანა სისვაძე

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა