ის ეთერში, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ბლოკის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: "წარმოუდგენელია პატრულის ან კრიმინალურის თანამშრომელს ანაზღაურება ჰქონდეს 900 ლარი და გამგეობის შტატგარეშე თანამშრომელი, მხოლოდ სარგოს, ღებულობდეს 1 040 ლარს".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა
იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენია შტატგარეშე თანამშრომლის საშუალო ხელფასი, ინფორმაცია გლდანის და ჩუღურეთის რაიონის გამგეობებიდან გამოვითხოვეთ. გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციით,აღნიშნულ უწყებაში ამჟამად შვიდი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს, მათი შრომის ანაზღაურება კი 1 000 - 1 300 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, აქ ამჟამად ხუთი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს და თითოეულის შრომის ანაზღაურება 1 250 ლარს შეადგენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაცემის წესი მინისტრის 804-ე ბრძანებითრეგულირდება. ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას სხვადასხვა ქვედანაყოფები აქვს, შესაბამისად თითოეულ ქვედანაყოფში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება განსხვავებულია. უწყებაში ყველაზე დაბალი ხელფასი უმცროსი ინსპექტორს აქვს და 810 ლარს შეადგენს. 965-დან 1 040 ლარამდე მერყეობს კრიმინალური პოლიცის ინსპექტორის, წამყვანი სპეციალისტის ხელფასი.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებულთა ხელფასებს, უმცროსი ინსპექტორის, სპეციალისტის შრომის ანაზღაურება 820 - 1 020 ლარია, ხოლო ინსპექტორი, წამყვანის სპეციალისტის ხელფასი კი, 1 005 ლარიდან 1 165 ლარადე მერყეობს.
დასკვნა
გლდანის და ჩუღურეთის რაიონის გამგეობების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება დაახლობით 1 000 - 1 300 ლარია.
საპატრულო დეპარტამენტში დასაქმებულთაგან, ყველაზე დაბალი შრომის ანაზღაურება უმცროს ინსპექტორს აქვს, ეს თანხა 820 - 1 020 ლარს შეადგენს. რაც შეეება კრიმინალური პოლიციის შრომის ანაზღაურებას, ყველაზე დაბალი ხელფასი აღნიშნულ უწყებაში უმცროს ინსპექტორს აქვს და 810 ლარს შეადგენს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.