• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რამდენი უმუშევარი გვყავს და როგორ დავასაქმოთ ისინი?

რამდენი უმუშევარი გვყავს და როგორ დავასაქმოთ ისინი?

უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა. 2016 წლის ივლისში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა

28/08/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა. 2016 წლის ივლისში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი, 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე (უმუშევრების პროცენტული რაოდენობა სამუშაო ძალაში) 12% იყო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ოფიციალურ სტატისტიკასა და სოციოლოგიური კვლევების შედეგებს შორის.

 

საქსტატი უმუშევრობის დასათვლელად საერთაშორისო მეთოდოლოგიას იყენებს. უმუშევრად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში და ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში. შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ. თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც მუშაობდნენ შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად, უმუშევრებად არ ითვლებიან.

 

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 246 ათასი ადამიანი – უმუშევარი, ხოლო 1 780 ათასი დასაქმებულია, აქედან 1 018 ათასი (57%) თვითდასაქმებულია (სოფლის მეურნეობაში, საცალო ვაჭრობაში და სხვა). სწორედ ამ ფორმით დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მიიჩნევს თავს დასაქმებულად და სოციოლოგიურ გამოკითხვებში პასუხობს, რომ უმუშევარია.

 

753 ათასი ადამიანი არის დაქირავებით დასაქმებული და შესაბამისად, მათ არ აქვთ აღქმა, რომ უმუშევრები არიან. აქედან დაახლოებით 275 ათასი საჯარო სექტორშია დასაქმებული.

 

ერთია, რომ ოფიციალურად 1 780 ათასი ადამიანი ითვლება დასაქმებულად და 246 ათასი უმუშევრად, მაგრამ, რეალურად, სამსახურს ეძებს არა მხოლოდ 246 ათასი კაცი, არამედ თვითდასაქმებულების უმეტესობაც, რომლებიც სასურველი სამსახურის პოვნამდე სხვადასხვა გზით ცდილობენ შემოსავლის მიღებას. შესაბამისად, როდესაც საქართველოში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებს აუცილებლად ოფიციალური გაგებით უმუშევრები დაიკავებენ. თეორიულად, შესაძლოა, ახალი ადგილები თვითდასაქმებულებმა სრულად შეავსონ და უმუშევართა რაოდენობა არ შემცირდეს.

 

გარდა ამისა, საქართველო ბოლო ათწლეულში გადის ტექნოლოგიური ცვლილების პერიოდს, რასაც შედეგად ახლავს ხელით შრომის კომპიუტერებით და ციფრული ტექნიკით ჩანაცვლება. მაგალითად, ფულის ჩასარიცხმა აპარატებმა გააქრო ათასობით მოლარისა და ოპერატორის სამუშაო ადგილი.

 

საქართველოში უმუშევრობას (ასევე, თვითდასაქმებულების დიდ წილს) ორი ძირითადი მიზეზი აქვს: მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალიფიკაცია.

 

საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 14 მილიარდი დოლარია. ერთ ადამიანზე, საშუალოდ, 3.8 ათას დოლარამდე წლიური შემოსავალი მოდის, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 12 ათასი დოლარიდან იწყება. დღეისთვის ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი სამუშაოს მსურველიც არის გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში, უმუშევრობის შემცირების ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკის ზრდა და აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილების მატებაა.

 

საქართველოში საშუალო და უმაღლესი განათლების არასასურველი ხარისხის გამო პრობლემაა საშუალო და მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება. ასობით ათას უმუშევარს არ აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად საჭიროა ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლად. მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში გლობალიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები გაძლევს საშუალებას, მხოლოდ შენი ქვეყნის შიდა შრომის ბაზარზე არ ჩაიკეტო და ბევრ სხვა ქვეყანაში მოძებნო გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამსახური.

 

მთავრობას უმუშევრობის პრობლემის თანდათანობით გადასაჭრელად რჩება ერთადერთი გზა: ხელი შეუწყოს ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღწევას და პარალელურად განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნოს. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა კი მრავალ კომპონენტს გულისხმობს, როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, უსაფრთხოება, კერძო საკუთრების უკეთესად დაცვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოება და ა.შ.

 

მთავრობას არ შეუძლია, უმუშევრობის პრობლემა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდით გადაჭრას, ეს მხოლოდ ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას გამოიწვევს და ისევ ეკონომიკას დააწვება ტვირთად, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდის გამო კერძო სექტორში დასაქმებულები დაკარგავენ სამუშაო ადგილებს.

 

პოლიტიკოსების დაპირება უმუშევრობის პრობლემის სწრაფად გადაჭრასთან დაკავშირებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას გულისხმობს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. შესაბამისად, მოსახლეობა უნდა აქცევდეს ყურადღებას, რა ტემპით ვითარდება მისი ქვეყნის ეკონომიკა.

 

ასევე, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უმუშევრობის პრობლემის სრულად გადაჭრა შეუძლებელია (თუ ადამიანებს არ აიძულებ, უფასოდ და სასურველზე დაბალ ხელფასზე იმუშაონ), ხოლო მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია, ოღონდ არა მყისიერად ან 1-2 წელიწადში. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი (მაგალითად, ნორვეგია, სინგაპური) არის უმუშევრობა 2-3%-ის დონეზე. ეს 2-3% მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც უკეთეს ანაზღაურებად სამსახურს ან მისი პროფესიის შესაფერის სამსახურს ეძებს. ასეთ დროს მიჩნეულია, რომ ქვეყანაში უმუშევრობა არ არის გამოწვეული ეკონომიკაში არსებული პრობლემებით. საქართველოში კი, როგორც აღვნიშნეთ, უმუშევრობის მიზეზი მცირე ეკონომიკაა და შესაბამისად, გადაჭრის გზაც ეკონომიკის ზრდაა.

 

აქვე ვიტყვით, რომ კარგი განათლების მქონე ადამიანს არა მხოლოდ გაუიოლდება სამუშაოს პოვნა, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

თეგები:
სამსონ გუგავა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
დავით ჭავჭანიძე
ბანკი ქართუ
რომის პაპა
ბესო ნამჩავაძე
ბესო ნამჩავაძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა