„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა: „2005- 2012 წლებში აჭარაში დაიგო 224 კმ გზა. 2013-2016 წლებში კი - 231 კმ. რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რვა წელიწადში გააკეთა, ჩვენ ოთხ წელიწადში მოვასწარით“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზები (საერთო სიგრძე 3 ათას 432 კილომეტრი) აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება აჭარის ტერიტორიაზე მოქცეული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მათი მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2005-2016 წლებში, 450 206 კმ სიგრძის გზა დაიგო. აქედან, 2005-2012 წლებში  - 221.9 კმ, 78 ახალი ხიდი აშენდა და რესტავრაცია 143 ხიდს ჩაუტარდა. რაც შეეხება 2013-2016 წლებს, ამ პერიოდში, 228.3 კმ გზა დაიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 53.49 მლნ ლარი გამოიყო. სულ 42 ახალი ხიდი აშენდა, ხოლო რეაბილიტაცია 40 ხიდს  ჩაუტარდა.
 
ცხრილი 1: 2005-2012 წლებში დაგებული გზების სიგრძე (კმ), აშენებული და რესტავრირებული ხიდები
 
ცხრილი 2: 2013-2016 წლებში დაგებული გზების სიგრძე (კმ) და რეაბილიტირებულ-აშენებული ხიდები
 
რაც შეეხება ბათუმში დაგებულ გზებს, ეს მაჩვენებელი ქალაქ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოწოდებულ შემდეგ ცხრილშია ასახული:
 
ცხრილი 3: 2007-2016 წლებში ბათუმში დაგებული ასფალტისა და ბეტონის მოცულობები
 
როგორც ცხრილიდან ჩანს, ბათუმში დაგებული გზების მოცულობამ 2007-2012 წლებში 22.64 კმ შეადგინა, ხოლო 2013-2016 წლებში  - 78.15 კმ. სტატისტიკიდან გამომდინარე, 2013-2016 წლებში, წინა წლებთან შედარებით, 55.51 კმ -ით მეტი გზა დაიგო.
 
დასკვნა
მოქმედი ხელისუფლების მიერ 2013-2016 წლებში აჭარის ტერიტორიაზე დაგებული გზების სიგრძემ 2005-2012 წლებში დაგებული გზების სიგრძეს 6.45 კმ-ით გადააჭარბა. ასევე, აღნიშნული სამუშაოებისთვის 6.44 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. რაც შეეხება ბათუმში დაგებულ გზებს, 2013-2016 წლებში, წინა წლებთან შედარებით, 55.51 კმ-ით მეტი გზა დაიგო. ამავე დროს, აჭარის გზებზე 2005-2012 წლებში 36 ერთეულით მეტი ხიდი აშენდა და რეაბილიტაცია 93-ით მეტ ხიდს ჩაუტარდა, ვიდრე 2013-2016 წლებში.
ამდენად, ლადო მგალობლიშვილის განცხადება არის სიმართლე.
                            
                            | წელი | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 
| გზის სამუშაოები, კმ | 12.4 | 7.0 | 31.0 | 64.0 | 26.0 | 18.7 | 10.6 | 52.2 | 
| დახარჯული თანხა, ლარი | 4 288 997 | 3 665 221 | 5 613 455 | 11 049 191 | 3 804 869 | 3 107 725 | 4 756 186 | 10 754 686 | 
| რეაბილიტირებული ხიდი | - | 16 | 10 | 42 | 26 | 30 | 5 | 14 | 
| ახალი ხიდი | - | - | 3 | 28 | 17 | 9 | 7 | 14 | 
| წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 
| გზის სამუშაოები, კმ | 34.77 | 40.3 | 61.48 | 91.76 | 
| დახარჯული თანხა, ლარი | 7 220 593 | 9 608 616 | 14 947 547 | 21 713 405 | 
| რეაბილიტირებული ხიდი | 11 | 7 | 5 | 17 | 
| ახალი ხიდი | 11 | 9 | 10 | 12 | 
| წელი | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 
| ასფალტი კმ | 3.74 | 1.36 | 2.75 | 4.99 | 1.03 | 4.53 | 15.07 | 13.4 | 14.40 | 6.12 | 
| ბეტონი კმ | - | 0.33 | 0.33 | 1.27 | 0.87 | 1.45 | - | 12.11 | 12.74 | 4.32 | 
                                                                    თეგები:
                                    
                                                            
                                                        
                            
                             
                               
                             
                                    ![[„ქართულ ოცნებას“] 2011 წლის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა არ გაუახლებია](https://factcheck.ge/storage/files/145x97/b21468b1-f025-48ad-b13e-7e2942888baf.webp) 
                         
                         
                         
            