• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ორი ბათუმი

ორი ბათუმი

ტურისტული მიმართულებით განვითარების პროგრამებმა განსაკუთრებული ხიბლი და მიმზიდველობა შესძინა ბათუმს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა

22/08/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ტურისტული მიმართულებით განვითარების პროგრამებმა განსაკუთრებული ხიბლი და მიმზიდველობა შესძინა ბათუმს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და  ინფრასტრუქტურაც, შესაბამისად, სწრაფი ტემპით ვითარდება. მაგრამ, რასაც ამ ზღვისპირა ქალაქის გასაოცარი სილამაზის შესახებ წერენ და ჰყვებიან, მხოლოდ მის ერთ ნაწილს ეხება.

 

უფრო კონკრეტულად კი, აღფრთოვანებული შეფასებები მხოლოდ ბათუმის ზღვისპირა ზოლს ეკუთვნის – ჭავჭავაძის გამზირის მარჯვნივ მდებარე ტერიტორიას. საკმარისია, ჭავჭავაძის გამზირის მარცხენა მხარეს პარალელურ თუ პერპენდიკულარულ ქუჩებს დაუყვეთ და მაშინვე კონტრასტის მოწმენი გახდებით. რამდენადაც მიმზიდველია პირველი, იმდენად უბადრუკია მეორე.

 

ფაქტობრივად, ქალაქი ორ ნაწილად გაიყო და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების ყურადღებისმიღმა დარჩენილი, აგერ უკვე რამდენი წელია, თავის რიგს მოთმინებით ელოდება.

 

ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. იმთავითვე ზღვისპირა ნაწილმა მიიქცია ყურადღება და ამას მაშინ თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა – ტურისტების უმეტესობისთვის სწორედ ქალაქის ეს ნაწილი იყო საინტერესო.

 

ოფიციალური მონაცემებით, 2005-2010 წლებში კონკურსისა და აუქციონის წესით გასხვისდა 124 296 კვ.მ საერთო ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გაიცა მშენებლობის 1211 ნებართვა, რომლის დაახლოებით 40% სხვადასხვა დანიშნულების მრავალსართულიან ობიექტებზე მოდის. დაიწყო მასშტაბური პროექტები მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოსაწესრიგებლად.

 

2008 წელს საფუძველი ჩაეყარა პროექტს „ბათუმი ბარაკების გარეშე“ და ჭავჭავაძის ქუჩის მარჯვენა მხარე თანდათან იძენდა იმ მიმზიდველ სახეს, რომლითაც დღეს თავს იწონებს.

 

2016 წლამდე ქალაქის „იღბლიან ნაწილში“ მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა რუსთაველის, ფიროსმანის, ბაგრატიონის, ნინოშვილის, ბარათაშვილის, გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, აბაშიძის, ასათიანის, გორგასლისა და კიდევ სხვა ბევრ ქუჩაზე. გაკეთდა ტროტუარები და ველობილიკები. აშენდა სასტუმროები, ახალი საცხოვრებელი ბინები, გასართობი და დასასვენებელი ობიექტები. მოეწყო სკვერები, გაკეთდა გარე განათებები. ბათუმის ეს ნაწილი ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობს, საინტერესო და საქმიანი ცხოვრებით.

 

მაგრამ ბათუმში სხვა ქუჩებიც არსებობს და ამ ქუჩებზე ადგილობრივებსაც და სტუმრებსაც დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ხოლო კომერციული ფართის მფლობელები, უკვე მერამდენე ზაფხულია, ბანკების ვალების გასტუმრებას ვერ ახერხებენ.

 

საინტერესო ფაქტია, რომ ბათუმის რამდენიმე ქუჩა თითქმის ყოველ წელს სწორედ ზაფხულის დადგომამდე მოექცევა ხოლმე ქალაქის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში და საგზაო სამუშაოები სწორედ მაშინ იწყება, როცა ამ ქუჩებზე კომერციული ფართების მფლობელები იმედით ელოდებიან ტურისტულ სეზონს. თითქმის ყოველ წელს ეს ქუჩები  ან მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიზნით არის გადათხრილი, ან ორმული შეკეთება მიმდინარეობს, ან ტროტუარები წესრიგდება, ხანაც დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტის დაგებას იწყებენ.

 

რაც მთავარია, დაწყებული სამუშაოები ხშირად გაურკვეველი დროით წყდება და მოსახლეობასა და მეწარმეებს რამდენიმე კვირა, ზოგჯერ კი რამდენიმე თვეც უწევთ ლოდინი, სანამ ეს სამუშაოები განახლდება.

 

ამის ერთ-ერთი მაგალითი პუშკინის ქუჩაა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს, არჩევნებამდე მოასწროს. ეს ქუჩა მრავალი წელია, მოსახლეობისა და მძღოლების აღშფოთებას იწვევს. ამასობაში ზაფხულიც მთავრდება და შექმნილი უხერხულობის გამო, უკეთეს შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბოდიშს იხდიან. ბიზნესისთვის მიყენებული ზარალი, ბუნებრივია, არავის ადარდებს, თვითონ ბიზნესმენებისა და მათი ოჯახების გარდა.

 

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უკვე კაპიტალურად რეაბილიტირებული ქუჩა, რომლისთვისაც სოლიდური თანხა დაიხარჯა, მოკლე ხანში მწყობრიდან გამოდის. მაგალითად, 9 მარტის ქუჩა, რომლის მოწესრიგების მიზნითაც 2009 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი გამოიყო. ეს თანხა ტროტუარების მოწყობის, ასფალტის დაგებისა და განათება-გამწვანების სამუშაოებისთვის განისაზღვრა. დღეს აქ საგზაო სამუშაოები ხელახლა იწყება.

 

მოსახლეობა შექმნილი დისკომფორტის გამო უკმაყოფილებას ხშირად გამოხატავს, მაგრამ მაინც წლიდან წლამდე უწევს მტვრით გაჯერებული ჰაერით სუნთქვა და უკეთესი დროის მოლოდინით ცხოვრება.

 

რაც შეეხება სამუშაოების ხარისხს, ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის დაქირავებული მუშა ამბობს, რომ მშენებლობაზე დასაქმებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ საბუთში მითითებულ რიცხვზე ნაკლებია. ამიტომ კომპანიებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩატევა უჭირთ და ხშირად წვიმაშიც აგებენ ასფალტს, რათა ჯარიმის გადახდა არ დასჭირდეთ.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ტენდერში გამოცხადებულ რამდენიმე კომპანიასთან ხელისუფლებას კონტრაქტის გაწყვეტაც უწევს ხოლმე. მაგალითად, ორი წლის წინათ მერიამ ჟილინის არხთან დაკავშირებული შვიდმილიონიანი კონტრაქტი ჩაშალა და ამის გამო ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არხის მშენებლობა დიდი ხნით გაგრძელდა. მშენებლობები წელს უნდა დასრულდეს.

 

ახალი ტენდერის გამოცხადებასა და კონტრაქტის გაფორმებას დრო სჭირდება. დაწყებული და შემდეგ მიტოვებული მშენებლობა ამ ქუჩებით ყოველდღიურად მოსარგებლეებს კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე მანამდე იყო.

 

სავალალო მდგომარეობაა წერეთლის ქუჩაზე, რომელიც რამდენიმე წელი მხოლოდ ორმული შეკეთებების ობიექტს წარმოადგენდა. ამ ქუჩაზე კაპიტალური სამუშაოები, დაწყებიდან რამდენიმე დღეში, თვეზე მეტი ხნით შეჩერდა და მხოლოდ მოსახლეობის პროტესტის შემდეგ განახლდა.

 

წერეთლის ქუჩის მსგავსად, საფუძვლიანი სამუშაოები ტარდება ე.წ. ჭაობის დასახლებაში არსებულ სხვა ქუჩებზეც. ამ მიზნით ქალაქის ბიუჯეტიდან ეტაპობრივად  20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.

 

მთავარია, სამუშაოების ხარისხი სტანდარტებს შეესაბამებოდეს და როგორც ხშირად ხდება,  ახალდაგებული გზის გათხრა-შეკეთებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტს ყოველწლიურად ზედმეტ ტვირთად  არ დააწვეს. მოსახლეობას ისიც აფიქრებს, რომ წინასაარჩევნოდ დაწყებული მასშტაბური სამუშაოები არჩევნების შემდეგ შეჩერდება. ზოგჯერ ასეც ხდება და მომავალ არჩევნებამდე აღარც ხელისუფლება ჩნდება და ვეღარც მშენებელ კომპანიას იპოვი.

 

კიდევ ერთი უხერხულობა, რომელიც მოსახლეობასა და გადასახადების კეთილსინდისიერად გადამხდელ კომერციულ ობიექტებს აწუხებთ, ე.წ. გარევაჭრობაა. გადათხრილ ქუჩებზე, რომლებზეც ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან, კატასტროფული სისწრაფით იზრდება ქუჩაში მოვაჭრეთა რაოდენობა. მაგიდად გამოყენებული ყუთის ნაცვლად მალევე ჩნდება ხის დახლი, რომელიც ჯერ თანდათან იზრდება სიგრძესა და სიგანეში, ხოლო შემდეგ ორსართულიანი ხის კონსტრუქციის სახეს იღებს.

 

ხელისუფლებას არჩევნებიდან არჩევნებამდე გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ადგილის გამოყოფის შესახებ კამათსა და მსჯელობაში კარს მოადგება ხოლმე ახალი არჩევნები და განა არჩევნების წინ ქუჩის მოვაჭრეების აყრა და ამდენი ხმის დაკარგვა იქნება?

 

უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში, გზებზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ისედაც მომატებული სატრანსპორტო ნაკადი კიდევ უფრო იზრდება როგორც ადგილობრივი, ასევე შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზებზე. ეს კი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის.

 

გარდა ამისა, ბათუმის ეს ნაწილი მრავალი წელია, იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ტურისტებს აქ ბინის ქირაობა, დაბალი ფასის მიუხედავად, არ სურთ. ეს ზრდის ტურისტების ნაკადს ქალაქის პრესტიჟულ ნაწილში, რაც ფასების მატებას იწვევს, რადგან დამსვენებლებს მათთვის მისაღები ალტერნატივა არ აქვთ.

 

რაც შეეხება ტროტუარებს, ქალაქის ამ ნაწილში მათი მოძებნა ჭირს. აქ ტროტუარი ან საერთოდ არ არის, ან გარემოვაჭრეებს აქვთ მითვისებული. ფეხით მოსიარულეებს დახლების, ორმოებისა და უადგილოდ პარკირებული მანქანებისგან შექმნილ ლაბირინთში უწევთ გადაადგილება. ამას ემატება ნაგვით სავსე ურნები, რომლებიც ცხელი ზაფხულის დღეებში გაუსაძლისად ყარს და ადამიანებს, გადაადგილებასთან ერთად, სუნთქვასაც უშლის.

 

ასე რომ, ესეც ბათუმია, სხვა ბათუმი, ორად გაყოფილი ქალაქის „უიღბლო ნაწილი“ და თუ აქ შემთხვევით მოხვდებით, ისღა დაგვრჩენია, მშვიდობიანი გადაადგილება გისურვოთ მძღოლსაც და ფეხით მოსიარულესაც.

თეგები:
დავით ბატაშვილი
საგარეო ვალი
ციფრული მაუწყებლობა
სკოლები
თავდაცვის ბიუჯეტი
რეზი არველაძე
ალტ-ინტერვიუ
ვარძია
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა

    ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემ...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

    EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა