• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რატომ არ კვდება ტერორიზმი

რატომ არ კვდება ტერორიზმი

თანამედროვე სამყაროში ტერორიზმი ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა. იშვიათად თუ ჩაივლის თვე და კვირა, საინფორმაციო საშუალებებმა დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან რომ არ გადმოსცენ

21/08/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

თანამედროვე სამყაროში ტერორიზმი ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა. იშვიათად თუ ჩაივლის თვე და კვირა, საინფორმაციო საშუალებებმა დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან რომ არ გადმოსცენ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ. საზოგადოებისთვის ეს ფენომენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობად იქცა. მსოფლიო ლიდერებისა და გავლენიანი მედიის წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის, რომ 21-ე საუკუნის მთავარი სენი ერთობლივი, კომპლექსური ძალისხმევით უნდა დაიძლიოს. თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ტერორიზმი არ კვდება და პერიოდული აღზევებითა და დაცემით ხასიათდება.

 

არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ყველანი ვფიქრობთ, რომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას გულისხმობს ესა თუ ის ტერმინი. თუმცა, საბოლოოდ (სამწუხაროდ, ჟურნალისტების ლექსიკა საკმაოდ მდიდარია საკამათო ტერმინოლოგიათა ნუსხით, რომელთა გამოყენებასაც შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობის უმეტესობა) აღმოჩნდება, რომ შეიძლება ერთ რომელიმე კონკრეტულ მოვლენას სულ სხვა სახელი დავარქვათ.

 

ტერორიზმთან მიმართებაში პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს საერთაშორისო თანხმობა და მისი გაზიარებული განმარტება. ჯერალდ სეიმოური თავის პირველ წიგნში „ჰარის თამაში“ კაცობრიობას აფორიზმად შემდგარ მოსაზრებას სთავაზობს, რომელიც ტერორიზმის საბოლოო დეფინიციის მიღებას წარმოუდგენელს ხდის: „ერთისთვის ტერორისტი, მეორისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლია“.

 

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცივილიზებული სამყარო არ სარგებლობს ზოგადი კონცეპტუალური განმარტებით. მაგალითად, FBI-ს მიხედვით, „ტერორიზმი არის ძალისა და სისასტიკის უკანონო არადისკრიმინაციული და განზრახ გამოყენება ადამიანებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ, მთავრობის იძულებისთვის, საზოგადოების ან/და მისი რომელიმე სეგმენტის დასაშინებლად და გამყარებულია პოლიტიკური ან სოციალური მიზნებით“.

 

ის, რაც არ საზრდოობს, კვდება. ტერორიზმი კი ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან, ზილოტებისა და სიკარიების პერიოდიდან მოყოლებული, ცოცხალია და მეტიც, თუკი სამედიცინო ტერმინოლოგიით ვიხელმძღვანელებთ, ის თანამედროვე ეტაპზე „ჯანსაღდება“ კიდეც.

 

ისმის ლეგიტიმური კითხვა: აქტიური საერთაშორისო მცდელობის მიუხედავად, რატომ არ კვდება ტერორიზმი? პასუხი საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს მთელ რიგ სოციო-ეკონომიკურ, ეთნიკურ, კულტურულ, სამხედრო, რელიგიურ და სხვა მრავალი ელემენტის გაანალიზებისა და სიღრმისეული შესწავლის შედეგად მიღებულ დასკვნას.

 

მეორე საკითხია, რატომ და როგორ იქცევა ტერორიზმი ეფექტურ იარაღად ბრძოლის მეორე მხარეს მყოფი ორგანიზაციებისა და ადამიანებისთვის. ყოველდღიური, თუნდაც გახმაურებული კრიმინალისგან განსხვავებით, მათი ქმედებები გაცილებით რეზონანსული და ხმაურიანია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა სტატისტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ავტოსაგზაო კატასტროფაში დაღუპვის შანსი რამდენიმე ასეულჯერ მეტია, ვიდრე ტერორისტულ აქტში. თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გაცილებით მეტ სიფრთხილეს ვიჩენთ. ინერგება შიშის მარცვალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადაგვაფიქრებინებს ხოლმე დასასვენებლად ან სამოგზაუროდ იქ წასვლას, სადაც უკვე „მაღალია“ ტერორიზმის საფრთხე, გვიჩნდება დაუცველობის შეგრძნება და რაც მთავარია, ვიწყებთ ყველაფრის კონტროლს.

 

ამრიგად, ტერორიზმის, როგორც ფენომენის, სიკვდილი არ არის ახლო პერსპექტივა. „ისლამურ სახელმწიფოს“ ჩაანაცვლებს სხვა ორგანიზაცია, როგორც თავის დროზე მან დაიკავა „ალ ქაიდას“ ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე. ბრძოლისა და მოქმედების ეს ფორმა გამყარებული სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური და სხვა მიზნებით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეფექტურ იარაღად რჩება განვითარებული ცივილიზაციის წინააღმდეგ მებრძოლთა ხელში.

თეგები:
ვახტანგ გომელაური
TAV
ზურაბ ჯაფარიძე
არჩილ ხაბაძე
ნატოს საწვრთნელი ცენტრი
თენგიზ აფხაზავა
ტოტალიზატორი
გიორგი გოგუაძე
გიორგი გოგუაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა