რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის ათვისების რეკორდული მაჩვენებელი აქვს. "მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო შავლიაშვილის სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობა. სამინისტროს ათვისება 107%-ს შეადგენს, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი" - განაცხადა პრემიერმა.
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები გადაამოწმა.
2015 წლის პირველ კვარტალში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა 144.013 მლნ ლარი იყო, შესრულება კი - 154.462 მლნ ლარია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი 107%-ია. იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენად არის ეს მაჩვენებელი რეკორდული, გასული წლების (2009-2014)ანალოგიური მონაცემები გავაანალიზეთ.
გრაფიკი 1:
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 3 თვის შესრულება (%)
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მართლაც ყველაზე მეტი თანხა აითვისა. თუმცა, ეს მონაცემი მხოლოდ 0.1%-ით აღემატება 2011 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
აქვე აღსანიშნავია, რომ წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტის ათვისების ყველაზე დაბალი მონაცემი (48.5%) 2014 წელს დაფიქსირდა.
მეტი ინფორმაციისთვის, ჩვენ გავეცანით, როგორი იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების წლიური მაჩვენებელები 2009-2014 წლებში.გრაფიკი 2:
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შესრულება (%)
დასკვნა 2015
წლის პირველ კვარტალში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით, 107.2%-ით შესრულდა. ბიუჯეტის მსგავსი ათვისების მაჩვენებელი გასული წლების (2009-2014) ანალოგიურ პერიოდში არ დაფიქსირებულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში სამინისტროს ბიუჯეტი 107.1%-ით შესრულდა, რაც 0.1% ჩამორჩება წლევანდელ მონაცემს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბიაშვილის განცხადება არის სიმართლე.