წლის 23 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში,“ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა: „2011 წელს, აგვისტოში მოხდა 11 მკვლელობა, რუსთავი 2-მა გააშუქა ორად-ორი მკვლელობა, მესამე-მეოთხე ჩვენებაში. 2014 წლის აგვისტოშიც მოხდა 11 მკვლელობა, გაშუქება არის 100% და ეს ყველაფერი წინა პლანზეა გამოტანილი“.
19სექტემბერს, გადაცემა „რეაქციაში“ ანალოგიური კომენტარი ზვიად ძიძიგურმაც გააკეთა: „აგვისტოში ძალიან აქტუალური იყო მკვლელობების თემა. მინდა გითხრათ, რომ 2010 წლის აგვისტოში იყო 10 მკვლელობა, 2014 წლის აგვისტოში 11 მკვლელობა, გაშუქდა – 9, თანაც პირველ ნიუსებად და ეს კეთდება სრულიად შეგნებულად, რომ ქვეყანაში ისტერიული სიტუაცია შეიქმნას, რომელსაც ერთ-ერთი კომპანია სრულიად სერიოზულად უჭერს მხარს“.
ჩვენ კრიმინალის გაშუქების საკითხით დავინტერესდით და გიგა ბუკიას განცხადება გადავამოწმეთ.
ფაქტ–მეტრს კრიმინალის მედიაში გაშუქების სტატისტიკასთან დაკავშირებით ორი კვლევა უკვე გამოქვეყნებული აქვს. პირველი კვლევა შინაგან საქმეთა მინისტრის – ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას, ხოლო მეორე მისი მოადგილის - ლევან იზორიას განცხადებას ეხებოდა.
იქედან გამომდინარე, რომ კრიმინალის გაზრდილი რაოდენობის შესახებ აღქმას დეპუტატები მედიაში გაშუქებულ ფაქტებს აქტიურად უკავშირებენ, ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური კვლევის ჩატარება გადაწყვიტა. მართალია, გიგა ბუკიას განცხადება კონკრეტულად რუსთავი 2-ს ეხება, თუმცა სრული ანალიზისთვის რუსთავი 2-ის, იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაესტროს მონაცემები შევაფასეთ. კვლევაში მკვლელობის ფაქტების გაშუქების ინტენსივობა, ქრონომეტრაჟი და რიგითობა დეტალურად არის განხილული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2011 წლის აგვისტოში 12 მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. რეგისტრირებული დანაშაულებიდან მედიასაშუალებებმა 7 მკვლელობა გააშუქეს.მედიაში გაშუქებული 7 მკვლელობის ფაქტიდან, რუსთავი 2-მა აგვისტოს თვეში 6 ფაქტი გააშუქა. ამასთან, გაშუქებული 6 ფაქტიდან 4 მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. შესაბამისად, 2011 წლის აგვისტოს თვის განმავლობაში, რუსთავი 2-ზე, რეგისტრირებული მკვლელობების 50% გაშუქდა, ხოლო გაშუქებული მკვლელობებიდან, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 67% მოხვდა.
გაშუქებულ 6 ფაქტთან დაკავშირებით, ჯამში 15 სიუჟეტი გავიდა. განსხვავებული იყო თითოეული ფაქტის გაშუქების სიხშირე. ზოგიერთი ფაქტი, მაგალითად ბათუმის ბულვარში მომხდარი მკვლელობა 6-ჯერ, ხოლო კასპში მამის მიერ შვილის მკვლელობა ერთხელ გაშუქდა. ჯამში, ერთზე მეტი სიუჟეტი ფაქტების 50%-ს დაეთმო.
ჯამში, 15 სიუჟეტის ქრონომეტრაჟი 2011 წლის აგვისტოში, 26 წუთსა და 5 წამს შეადგენდა. ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟი – 4 წუთი და 13 წამი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს დაეთმო. ყველაზე მოკლე ქრონომეტრაჟი – 52 წამი კასპში მამის მიერ შვილის მკვლელობის სიუჟეტს დაეთმო.
ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ, თუ რა თანმიმდევრობით შუქდებოდა მკვლელობის შესახებ გასული სიუჟეტები. საშუალოდ, პირველ სარეკლამო ჭრამდე, ანუ საინფორმაციო გამოშვების პირველ ბლოკში 6 სიუჟეტი გადის. რუსთავი 2-ის მიერ გაშუქებული 15 სიუჟეტიდან 12, ანუ 80% სწორედ პირველ ბლოკში გავიდა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ პირველ ბლოკში გასული სიუჟეტებიდან პირველ-მეორე ნიუსად სამი მათგანი, ანუ 25% გაშუქდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის აგვისტოში მკვლელობის 11 ფაქტი დარეგისტრირდა. რეგისტრირებული მკვლელობებიდან მედიაში 6 ფაქტი გახმაურდა.მედიასაშუალებებში გაშუქებული ფაქტებიდან რუსთავი 2-მა 5 ფაქტი გააშუქა. რუსთავი 2-ზე გაშუქებული 5 ფაქტიდან 4 მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. შესაბამისად, 2014 წლის აგვისტოში რუსთავი 2-მა რეგისტრირებული მკვლელობების 45% გააშუქა, ხოლო გაშუქებული ფაქტების 80% მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა.
გაშუქებულ 5 ფაქტთან დაკავშირებით ჯამში 16 სიუჟეტი გავიდა. 2014 წელსაც განსხვავებული იყო თითოეული ფაქტის გაშუქების სიხშირე. ჯამში, ერთზე მეტი სიუჟეტი გაშუქებული ფაქტების 80%-ს დაეთმო.
16სიუჟეტის ქრონომეტრაჟი სულ 31 წუთსა და 9 წამს შეადგენდა. რუსთავი 2–ზე ყველაზე დიდი დრო – 3 წუთი და 52 წამი თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ სიუჟეტს დაეთმო. ყველაზე მოკლე ქრონომეტრაჟი – 23 წამი საგარეჯოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
2014წელს რუსთავი 2-ის მიერ გაშუქებული 16 სიუჟეტიდან 10, ანუ 63% პირველ ბლოკში გავიდა. პირველ ბლოკში გასული სიუჟეტებიდან 8, ანუ 80% პირველ ნიუსად გაშუქდა.
შედარებისთვის, 2011 და 2014 წლის მკვლელობების გაშუქება რუსთავი 2-ის ეთერში, ცხრილის სახით წარმოვადგინეთ.
რუსთავი 2
რუსთავი 2 |
2011 აგვისტო |
2014 აგვისტო |
რეგისტრირებული მკვლელობებიდან გაშუქებული ფაქტები |
50% |
45% |
მედიაში გახმაურებული მკვლელობებიდან გაუშუქებელი ფაქტები |
1 |
1 |
გაშუქებული ფაქტების რაოდენობა |
6 |
5 |
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული ფაქტები |
67% |
80% |
სიუჟეტების რაოდენობა |
15 |
16 |
ფაქტთან დაკავშირებით ერთზე მეტი სიუჟეტი |
50% |
80% |
ჯამური ქრონომეტრაჟი |
26 წუთი და 5 წამი |
31 წუთი და 9 წამი |
მაქსიმალური ქრონომეტრაჟი |
4 წუთი და 13 წამი |
3 წუთი და 52 წამი |
მინიმალური ქრონომეტრაჟი |
52 წამი |
23 წამი |
პირველ ბლოკში გაშუქებული სიუჟეტები |
80% |
63% |
პირველ-მეორე ნიუსად გაშუქებული ფაქტები |
25% |
80% |
ტელეკომპანია იმედი
იმედი |
2011 აგვისტო |
2014 აგვისტო |
რეგისტრირებული მკვლელობებიდან გაშუქებული ფაქტები |
42% |
36% |
მედიაში გახმაურებული მკვლელობებიდან გაუშუქებელი ფაქტები |
2 |
2 |
გაშუქებული ფაქტების რაოდენობა |
5 |
4 |
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული ფაქტები |
20% |
75% |
სიუჟეტების რაოდენობა |
11 |
11 |
ფაქტთან დაკავშირებით ერთზე მეტი სიუჟეტი |
100% |
75% |
ჯამური ქრონომეტრაჟი |
20 წუთი და 58 წამი |
15 წუთი და 11 წამი |
მაქსიმალური ქრონომეტრაჟი |
2 წუთი და 49 წამი |
48 წამი |
მინიმალური ქრონომეტრაჟი |
2 წუთი და 49 წამი |
25 წამი |
პირველ ბლოკში გაშუქებული სიუჟეტები |
55% |
64% |
პირველ-მეორე ნიუსად გაშუქებული ფაქტები |
33% |
43% |
საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი |
2011 აგვისტო |
2014 აგვისტო |
რეგისტრირებული მკვლელობებიდან გაშუქებული ფაქტები |
58% |
55% |
მედიაში გახმაურებული მკვლელობებიდან გაუშუქებელი ფაქტები |
0 |
0 |
გაშუქებული ფაქტების რაოდენობა |
7 |
6 |
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული ფაქტები |
72% |
67% |
სიუჟეტების რაოდენობა |
13 |
11 |
ფაქტთან დაკავშირებით ერთზე მეტი სიუჟეტი |
57% |
67% |
ჯამური ქრონომეტრაჟი |
19 წუთი და 12 წამი |
20 წუთი და 53 წამი |
მაქსიმალური ქრონომეტრაჟი |
3 წუთი და 24 წამი |
40 წამი |
მინიმალური ქრონომეტრაჟი |
3 წუთი |
45 წამი |
პირველ ბლოკში გაშუქებული სიუჟეტები |
67% |
27% |
პირველ-მეორე ნიუსად გაშუქებული ფაქტები |
30% |
33% |
მაესტრო
მაესტრო |
2011 აგვისტო |
2014 აგვისტო |
რეგისტრირებული მკვლელობებიდან გაშუქებული ფაქტები |
17% |
55% |
მედიაში გახმაურებული მკვლელობებიდან გაუშუქებელი ფაქტები |
5 |
0 |
გაშუქებული ფაქტების რაოდენობა |
2 |
6 |
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული ფაქტები |
100% |
67% |
სიუჟეტების რაოდენობა |
4 |
16 |
ფაქტთან დაკავშირებით ერთზე მეტი სიუჟეტი |
100% |
67% |
ჯამური ქრონომეტრაჟი |
5 წუთი და 59 წამი |
29 წუთი და 51 წამი |
მაქსიმალური ქრონომეტრაჟი |
2 წუთი და 31 წამი |
5 წუთი და 8 წამი |
მინიმალური ქრონომეტრაჟი |
1 წუთი |
21 წამი |
პირველ ბლოკში გაშუქებული სიუჟეტები |
25% |
44% |
პირველ-მეორე ნიუსად გაშუქებული ფაქტები |
0% |
57% |
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა 2011 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ანალოგიური პერიოდის კრიმინალური შემთხვევების გაშუქების სიხშირე, ხანგრძლივობა და პერიოდი ერთმანეთს შეადარა. შედარებული ოთხი არხიდან, თითოეულმა განსხვავებული შედეგები მოგვცა.
რუსთავი 2-ზე, იმედზე და საზოგადოებრივ მოაუწყებელზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნა. 2014 წლის ცალკეული მონაცემები უმნიშვნელოდ თუ აღემატებოდა 2011 წლის მონაცემებს. ყველაზე განსხვავებული მაჩვენებლები ტელეკომპანია მაესტროს 2011 და 2014 წლების მონაცემების შედარებამ მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს მაესტროს ყველა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, შეუძლებელია კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით აღქმის ჩამოყალიბებაში მხოლოდდამხოლოდ ტელეკომპანია მაესტრო თამაშობდეს გადამწყვეტ როლს. მაესტროს გარდა, იმედის, რუსთავი 2-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქების სტატისტიკური მაჩვენებელი თითქმის ანალოგიურია.
შესაბამისად, ცხადია, რომ გიგა ბუკიას განცხადების კონტექსტი, იმასთან დაკავშირებით, რომ კრიმინალური ფაქტების გაშუქების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მცდარია. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ დეპუტატის განცხადება კონკრეტულად რუსთავი 2-ის მაჩვენებლებს შეეხებოდა. რუსთავი 2-მა 2011 წელს 12 მკვლელობიდან 6 ფაქტი გააშუქა. 2014 წელს მომხდარი 11 მკვლელობიდან კი რუსთავი 2-ის ეთერში 5 ფაქტი გაშუქდა. პროცენტულად, 2011 წელს მომხდარი მკვლელობებიდან 50%, ხოლო 2014 წელს 45% გავიდა ეთერში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მკვლელობის ფაქტების პირველ ბლოკში გაშუქების პროცენტულმა მაჩვენებელმა 2011 წელთან შედარებით 2014 წელს 17%-ით იკლო. პირველ ბლოკში პირველ-მეორე ნიუსად გაშუქებული სიუჟეტების რაოდენობა კი 2011 წელთან შედარებით 2014 წელს 55%-ით გაიზარდა.
დეპუტატი გიგა ბუკია ცდება, როდესაც გაშუქების პროცენტულ მაჩვენებლზე საუბრობს, თუმცა ზუსტია, როდესაც ამბობს, რომ რუსთავი 2-ზე კრიმინალური ფაქტების სიუჟეტები საინფორმაციო ბადეში 2014 წელს 2011 წელთან შედარებით უფრო ადრე ხვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამურად, 2014 წლის აგვისტოში 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველ ბლოკში გაშუქებული სიუჟეტების რაოდენობა შემცირებულია.
ამრიგად, დეპუტატ გიგა ბუკიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.