![Մայա Բաղաթուրիա](https://factcheck.ge/storage/files/737x401/678c4dd0-b49d-11eb-8787-c59f31b7c0bc.jpg)
Մայա Բաղաթուրիա
Վարչական մենեջեր
მაია ბაღათურია 2014 წლიდან არის GRASS-ის გუნდის წევრი. ამჟამად, იკავებს GRASS-ის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციას. ასევე, იყო პროექტ „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკური სტატიების ავტორი და ტრენინგების კოორდინატორი. 2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, ეუთო-ს სამმართველოში. ასევე, 2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე და 2006-2009 წლებში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2009 წლიდან ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საჯარო მმართველობაში. ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს დასავლეთ ევროპულ ენასა და ლიტერატურაში.
Վերադառնալ