მაია ცქიტიშვილი: 2019 წელს გამოყოფილი თანხა უპრეცენდენტოდ დიდია. სამინისტროს არასდროს ქონია 2 მლრდ ლარი, რაც 420 მილიონი ლარით მეტია წინა წელთან შედარებით

რეზიუმე: 2019 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაგეგმილი ბიუჯეტი მართლაც 2 მლრდ ლარია და ბოლო წლების მაქსიმუმია.

2018 წელს სამინისტროს დაგეგმილი ბიუჯეტი 1. 815 მლრდ. ლარი იყო, რაც დაკორექტირების შემდეგ 1.58 მლრდ ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, 2019 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 185 მილიონი ლარით აღემატება და არა 420 მილიონით, როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს. მაია ცქიტიშვილი 2019 წლის გეგმურ მაჩვენებელს 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს ადარებს, რაც მართებული არ არის. 2019 წლის გეგმური მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ მონაცემს 10%-ით, ხოლო დაზუსტებულ მაჩვენებელს 20%-ით (420 მილიონი ლარით) აღემატება.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრისთვის, სამინისტროს საკასო ხარჯმა 964 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (627 მლნ ლარი) 337 მლნ ლარით (54%) აღემატება, როგორც მინისტრიც აცხადებს. ისიც აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრების ათვისება პრობლემატური იყო. მიუხედავად ამისა, სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მაინც 104.89 %-ით შესრულდა, რაც ერთი მხრივ, გეგმური მაჩვენებლის შემცირებამ, მეორე მხრივ, დეკემბერში ბიუჯეტიდან არსებითად დიდი მოცულობებით სახსრების (დაზუსტებული ბიუჯეტის 42%) ფორმალურად გადარიცხვამ განაპირობა და გეგმის ხელოვნურად შესრულების ეჭვი გააჩინა.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტსა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა უპრეცენდენტოდ დიდია.სამინისტროს არასდროს ქონია 2 მლრდ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 420 მლნ ლარით მეტია, თითქმის მესამედით. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით უკვე დავაფინანსეთ 964 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც 54%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 337 მლნ ლარით მეტი ღირებულების პროექტი უკვე განხორციელდა, ვიდრე შარშან“.

2019 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაგეგმილი ბიუჯეტი მართლაც 2 მლრდ ლარია და ბოლო წლების მაქსიმუმია.

2018 წელს სამინისტროს დაგეგმილი ბიუჯეტი 1.815 მლრდ ლარი იყო, რაც დაკორექტირების შემდეგ 1.58 მლრდ ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, 2019 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 185 მილიონი ლარით აღემატება და არა 420 მილიონით, როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს. მაია ცქიტიშვილი 2019 წლის გეგმურ მაჩვენებელს 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს ადარებს, რაც მართებული არ არის. 2019 წლის გეგმური მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ მონაცემს 10%-ით, ხოლო დაზუსტებული 20%-ით (420 მილიონი ლარით) აღემატება.

წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა, 2019 წლის გეგმური მაჩვენებელი კვლავ დაკორექტირდეს, შესაბამისად, ის გასული წლის გეგმურ მონაცემთან მიმართებით უნდა შეფასდეს და არა -ფაქტობრივთან.

ცხრილი 1: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი (გეგმა, დაზუსტებული) და შესრულების მაჩვენებელი

წელი

ბიუჯეტი

( გეგმა)

ბიუჯეტი (დაზუსტებული)

ფაქტი

შესრულება

მთლიან ბიუჯეტში წილი

2012

717 115 100

767 980 011

655 075 159

85.29%

8.86%

2013

901 000 000

1 003 599 800

798 595 100

79.57%

10.29%

2014

875 000 000

935 734 500

904 963 100

96.71%

9.63%

2015

869 501 000

880 149 200

898 398 000

102.07%

9.03%

2016

950 000 000

967 461 900

971 817 600

100.45%

9.22%

2017

1 288 047 000

1 323 847 000

1 355 150 200

102.36%

10.98%

2018

1 815 000 000

1 584 100 000

1 661 664 448

104.89%

14.56%

2019

2 000 000 000

-

-

-

15.27%

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრისთვის, სამინისტროს საკასო ხარჯმა 964 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (627 მლნ ლარი) 337 მლნ ლარით - 54%-ით აღემატება . მიმდინარე წლის 8 თვეში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში 565 მლნ დაიხარჯა, გასულ წელს ანალოგიური ღონისძიებების ხარჯმა 375 მლნ ლარი შეადგინა (34%-ით ნაკლები).

მიმდინარე წლისIII კვარტალში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი101.7%-ით შესრულდა, საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიკი 108%-ით. გასული წლის ამავე პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 79.8%-ით, საგზაო ინფრასტრუქტურის კი-76.1%-ით იყო შესრულებული.

ცხრილი 2: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსდა საგზაო ინფრასტრუქტურის 2018-2019 წლის 9 თვის ბიუჯეტი და შესრულება

წელ

საიმისტროს ბიუჯეტი

(9 თვის გეგმა)

ფაქტი

შესრულებ

საგზაო ინფრასრუქტურა (9 თვის გეგმა)

ფაქტი

შესრულება

2018

1 010 882 500

806 237 600

79. 8%

661 599 000

503 796 500

76.10%

2019

1 309 509 000

1 332 737 000

101.70%

833 267 000

843 695 828

108%

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

როგორც ვხედავთ, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს 64 კაპიტალური პროექტიდან 22 პროექტს გამოყოფილი თანხების 80%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი აქვს, ხოლო პროექტების 12%-ს თანხა საერთოდ არ დაუხარჯავს (ათვისება 0%).

2018 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრების ათვისება, რომ პრობლემური იყო, ამის შესახებ ფაქტ-მეტრი არაერთხელ წერდა (იხ: სტატია1, სტატია 2). მიუხედავად ამისა, 2018 წლის ბიუჯეტი 104.89%-ით შესრულდა. 2018 წლის სამინისტროს გეგმური ხარჯები 1.8 მლრდ ლარი იყო, რომელიც დეკემბერში დაზუსტდა და 1.58 მლრდ ლარი შეადგინა. დაზუსტება, რომ არა, ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდებოდა. ბიუჯეტის სწორედ გეგმის შესასრულებლად დააზუსტეს. გარდა ამისა, შარშან ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%) აითვისეს, უფრო ზუსტად კი აღნიშნული თანხა ბიუჯეტიდან გადაირიცხა, ძირითადად, კომპანიებს ავანსის სახით ჩაერიცხათ. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა.

აუდიტის სამსახურის კაპიტალური პროექტების შესრულების მონიტორის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში 10 კაპიტალურ პროექტს ბიუჯეტიდან სახსრები საერთოდ არ აუთვისებიათ, ანუ ბიუჯეტის შესრულება არის 0%; 20 პროექტს აქვს 50%-ზე ნაკლები შესრულება; 41 პროექტის შესრულების მაჩვენებელი კი 50%-100%-ს და მეტს შეადგენს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების საკითხს ჩვენ წლის ბოლოს კვლავ მივუბრუნდებით და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.