ვერდიქტი: "თავისუფალი ზონის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსთავში საბჭოთა წარსულის პროპაგანდას ეწევიან, აგებულია გადაუმოწმებელ ფაქტზე, მასში მოცემული კონტექსტი კი არასრული და მცდარია.
ანალიზი:
26 მაისს, "თავისუფალი ზონის" წევრმა რუსკა მჭედლიძემ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „დღეს რუსთაველ ბავშვებს, მე-10 სკოლის მოსწავლეებს, თავისუფლების მოედანზე, კომუნისტური წითელი ყელსაბამები გაუკეთეს... სკოლის დირექტორი რუსთავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის, მარიკა ფიროსმანაშვილის დაა... ბავშვებს მაინც დაანებეთ თავი, თქვე მართლა ქოცებო“, - წერდა მჭედლიძე. ამ ინფორმაციას თან ახლავს ფოტო, სადაც სკოლის მოსწავლეებს საბჭოთა სიმბოლიკა - წითელი ყელსახვევები უკეთიათ. ერთ-ერთ კადრში კი მათ გვერდით რუსთავის მე-10 სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილიც დგას.
ამ ინფორმაციას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-შიც. მოქალაქეები წერდნენ, რომ სკოლის დირექტორი და მშობლები საბჭოთა წარსულის მეხოტბეები არიან.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად სწორად და არსებული რეალობის შესაბამისად იყო ეს ფაქტი წარმოჩენილი. რუსთავის მე-10 სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილი აცხადებს, რომ მისი სკოლის მოსწავლეებმა თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ე.წ. ფლეშმობი მოაწყვეს.
„გაკეთებული იყო ფლეშმობი სახელწოდებით: წიგნიდან ამოსული საქართველოს ისტორია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს 1918-1921 წლების საქართველოს ისტორია. ეს პეროდი გამოხატული იყო საქართველოს შინდისფერი დროშით. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გადმოსაცემად კი, ამ შინდისფერ დროშას და მოსწავლეს ფეხი გადააბიჯეს, როგორც პიონერების როლში მყოფმა ბავშვებმა, აგრეთვე მოზარდებმა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის სიმბოლოს - ნამგლის და უროს პოსტერი ეჭირათ. ამით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ 1921 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხედრებზე გადაიარეს და ისე შემოვდნენ“, - განაცხადა რუსთავის მე-10 სკოლის დირექტორმა. მისი თქმით, წარმოდგენისას მათ საქართველოს უახლესი ისტორია, „ვარდების რევოლუციაც“ გააცოცხლეს და საბჭოთა წარსულის საბოლოო დასასრულის ნიშნად, ვარდები მიაყარეს პიონერების როლში მყოფ თანატოლებს.
ფაქტ-მეტრს მე-10 სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა 26 მაისს გამართული წარმოდგენის ჩანაწერი (იხ. ვიდეო) გადასცა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მოზარდებმა ერთგვარი დადგმა წარმოადგინეს, სადაც პიონერები უარყოფით კონტექსტში, როგორც ოკუპაციის ნაწილი, ისე იყვნენ წარმოჩენილნი. ასევე, წარმოდგენისას სკოლის მოსწავლეებმა დემონსტრაციულად დახიეს ორი პოსტერი, რომელზეც საბჭოთა სიმბოლიკა - ორთავიანი არწივი და ნამგალი-უროს კომბინაცია იყო გამოსახული. ფლეშმობი სცენაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშების ფრიალით დასრულდა.
საკანონმდებლო აქტი „თავისუფლების ქარტია“ გულისხმობს კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას, აგრეთვე კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვას. თუმცა, შემოქმედებით საქმიანობაში (თეატრი, კინო და ა.შ.) კომუნისტური სიმბოლოების გამოყენება აკრძალული არ არის.
რუსთავში საბჭოთა წარსულის პროპაგანდას ეწევიან
05/06/2017
Կեղծ Լուր
կեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից