გაზეთ "ბათუმელებთან" საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ "პაციენტის ინფორმაცია არის კონფიდენციალური. სამედიცინო დაწესებულება აღარ არის ვალდებული პოლიციას შეატყობინოს ინფორმაცია იმ პაციენტებზე, რომლებიც შემოდიან ნარკოტიკული მოხმარების ზედოზირების გამო, თუმცა, თუკი ამას სამართალდამცავი უწყებები მოითხოვენ, მიაწვდიან". მისივე განცხადებით, "ამ ბრძანებით რისკები შემცირდა". რისკების შემცირებაში მინისტრმა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა ჯანმრთელობის ზიანის, ასევე კონფიდენციალურობის დარღვევის რისკების შემცირება იგულისხმა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N239/ნ ბრძანების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებს ეკისრებოდათ ვალდებულება, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ზედოზირების შემთხვევების შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინათ. საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. ნარკოტიკის მომხმარებლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პოლიციამ ამის შესახებ არ შეიტყოს და შესაბამისად, ზედოზირების შემთხვევაში სასწრაფოს გამოძახებისგან თავს იკავებდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა კი პაციენტის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდა. 2014 წლის 11 აგვისტოს აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ზედოზირების შემთხვევების სამართალდამცავი უწყებებისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ აქვთ. ამასთან, ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უფინანსდებათ.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს აღნიშნული ბრძანება.
ამ თემაზე ჩვენ ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი ვექტორის" წარმომადგენელს, გიორგი მჭედლიშვილს ვესაუბრეთ. მისი შეფასებით, "ჯანდაცვის მინისტრის აღნიშნულმა ბრძანებამ ზემოაღნიშნული რისკები გარკვეულწილად შეამცირა, თუმცა პრობლემა მაინც რჩება. მხოლოდ ამ ბრძანებით არავის აქვს გარანტია, რომ ზედოზირების შემთხვევაში სასწრაფოს გამოიძახებს და მას არ მოჰყვება პატრული, ან თუ მოყვება, ნარკოლოგიურში არ გადაიყვანს. მე პირადად ვიცი მსგავსი ფაქტები. ამ ბოლო დროს ზედოზირების ოთხ შემთხვევას შევესწარი და ოთხივე ჯერზე სასწრაფოს პატრული მოჰყვა". მისივე თქმით, "პოლიცია ზედოზირების შემთხვევებზე, შესაძლოა "112"-დან იღებდეს ინფორმაციას. ამასთან, უბნის ინსპექტორი მსგავს ფაქტებზე უმეტესწილად ინფორმირებულია და შესაბამისად, სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაციის გაგება არ გაუჭირდებათ".
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი გზის" ხელმძღვანელმა, დალი უშარიძემ, ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "მიუხედავად ამ ბრძანებისა, რომელიც თეორიულად რისკებს ამცირებს, ჩვენი ბენეფიციარებისგან [ნარკოტიკის მომხმარებლები] მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი თავს იკავებენ ზედოზირების შემთხვევების დროს სასწრაფოს გამოძახებისგან, ვინაიდან სასწრაფოს უმეტეს შემთხვევებში პატრული მოჰყვება. იმ დღეს შეიძლება არ გადაიყვანოს პაციენტი პოლიციამ ნარკოლოგიურში, არ დაიწყოს სამართლებრივი დევნა, თუმცა ისინი იგებენ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შემდგომში შეიძლება მისი დაკავების საფუძველი გახდეს. ამიტომაც, ნარკოტიკების მომხმარებლები ცდილობენ თვითონ გაუწიონ დახმარება ერთმანეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება, ის "112"-ში რეკავს. "112"-ის ოპერატორი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, შეატყობინოს თუ არა პარალელურ რეჟიმში პოლიციას. როგორც წესი, ასეთი შემთხვევების დროს, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ხდება, არავინ არ ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ზედოზირების შემთხვევაა. თუმცა, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თუ პაციენტი იმყოფება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, "112" შეტყობინებას აგზავნის როგორც სასწრაფო დახმარებასთან, ასევე პოლიციასთან. ამასთან, პოლიციას, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებიდან შეუძლია ამ თუ იმ კონკრეტულ პირზე ინფორმაცია გამოითხოვოს".
ჩვენ ასევე დავუკავშირდით გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს ("112") და შევეცადეთ გაგვერკვია, სასწრაფოსთვის განკუთვნილი შეტყობინება რა შემთხვევაში ეგზავნებოდა პარალელურ რეჟიმში პოლიციას. "112"-ში გვიპასუხეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ.
თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, ამას ყველაზე კარგად ზედოზირების შემთხვევების დროს მიმართვიანობის სტატისტიკა ცხადყოფდა. თუმცა, მსგავსი სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს.
დასკვნა
ჯანდაცვის მინისტრის 2014 წლის შესაბამისი ბრძანების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებს აღარ ეკისრებათ ვალდებულება, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ზედოზირების შემთხვევები პოლიციას აცნობონ. თუმცა, პოლიციას, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, უფლება აქვს სამედიცინო დაწესებულებისგან პაციენტის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. ჩვენთან საუბარში ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დამცველმა არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად ამ ბრძანებისა, მსგავსი შემთხვევების დროს, პრაქტიკაში პაციენტები ან მისი ახლობლები სასწრაფოს გამოძახებისგან თავს იკავებენ, ვინაიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უმეტეს შემთხვევაში პოლიცია მოყვება თან. მათივე თქმით, პოლიცია შესაბამის ინფორმაციას "112"-დან იღებს.
სამედიცინო დაწესებულება აღარ არის ვალდებული ნარკოტიკული მოხმარების ზედოზირების შემთხვევები პოლიციას შეატყობინოს
23/05/2016
Առանց վճռի
Անհնար է գնահատել հայտարարությունը վճռով:
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից