ფაქტ-მეტრის გუნდთან შეხვედრისას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა, მამუკა კაციტაძემ, საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე კაციტაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო თემატიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენიმე თვის წინ, ამ საკითხზე სასაუბროდ საეთერო დროის დათმობის თხოვნით ინტერპარტიულმა ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა, თუმცა მაუწყებელმა ეს მიმართვა რეაგირების გარეშე დატოვა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და 2016 წლის 3 მარტს საზოგადოებრივ მაუწყებელს შემდეგი კითხვებით მიმართა:
- მოგმართათ თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულმა ჯგუფმა საარჩევნო საკითხებზე თქვენი საეთერო დროის დათმობის თხოვნით?
- ასეთი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, რა რეაგირება მოახდინეთ მასზე?