2014 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა. პრემიერის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველმა სხდომამ ნაყოფიერად ჩაიარა. გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი მიღწევებია, ხოლო ევროპარლამენტი წლის ბოლომდე ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას ოპოზიციის კონსტრუქციულობა და ნორმალურ ჩარჩოებში მოქცევა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. პრემიერის თქმით: „ეს განხილვის ერთ-ერთი თემა იყო, ვინაიდან მათი სურვილიცაა [მათ შორის ევროპარლამენტარების], რომ ოპოზიცია ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს, უფრო კონსტრუქციული გახდეს და მთავრობასთან ითანამშრომლოს“.
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შეხვედრები გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში – ფედერიკა მოგერინისთან.
იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც საქართველოს ალიანსის განვითარებაში შეაქვს, ამასთან ერთად აღნიშნა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ორგანიზაციის წევრობისთვის ისწრაფვის, ნატოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორია და ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გენერალურმა მდივანმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ქვეყანას დემოკრატიული რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა აღუთქვა, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების საქმეში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ საქართველოსა და ევროკავშირს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება მისცა. მოგერინიმ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის განხორციელება დადებითად შეაფასა და მეორე ფაზის დაწყება შესაძლებლად მიიჩნია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა საქართველოს მიღწევები დემოკრატიული განვითარების კუთხით, რაც 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით გამოიხატება. ასევე დასძინა, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაცია და მიიღოს შესაბამისი ზომები შემდეგი არჩევნების ჩატარებამდე. ამასთან, ფედერიკა მორგენიმ ხაზი გაუსვა პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და პოლარიზაციის თავიდან არიდების, ოპოზიციისთვის შესაბამისი სივრცისა და პარტიათშორისი დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
როგორც საქართველო-ევროკავშირის საბჭოს ერთობლივ პრეს-რელიზში, ისე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რეზოლუციაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ აუცილებელია პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესება, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და პოლარიზაციის თავიდან აცილება. ამასთან, ევროკავშირი განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ საგამოძიებო და სასამართლო პროცესი ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამჭვირვალედ და პოლიტიკური მოტივაციისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური კლიმატის გაუარესებისა და პოლიტიზირებული სამართლებრივი დევნის საფრთხეზე მიუთითებენ. ფაქტ-მეტრი ამ თემებზე წარსულში უკვე წერდა. მაგალითად, 2014 წლის 12 სექტემბრის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადება, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიში და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია.
დასკვნა
პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართული არცერთი შეხვედრისას, ასევე არც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, „ოპოზიციის კონსტრუქციულობისა და მთავრობასთან თანამშრომლობის“ შესახებ საუბარი არ არის. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისა და პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის შესახებ არაორაზროვნად მიანიშნეს. როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია ხელისუფლების მიღწევები, თუმცა ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ აუცილებელია პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესება, ოპოზიციისათვის შესაბამისი პოლიტიკური სივრცის უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტად ქცევის არ დაშვება.
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ეს განხილვის ერთ-ერთი თემა იყო, ვინაიდან მათი სურვილიცაა [მათ შორის ევროპარლამენტარების], რომ ოპოზიცია ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს, უფრო კონსტრუქციული გახდეს და მთავრობასთან ითანამშრომლოს,“ არის ტყუილი.
„ევროპარლამენტარების სურვილია ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული გახდეს და მთავრობასთან ითანამშრომლოს“
21/11/2014
Սուտ
Հայտարարությունն անճիշտ է
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից