მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატებისას გიორგი გაბაშვილმა განაცხადა: „სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, არათუ შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, არამედ ის ვინც დასაქმებულია იმათი ხელფასები შემცირდა 20 პროცენტით“.
ფაქტ-მეტრი დასაქმების მაჩვენებლებით დაინტერესდა და საპარლამენტო უმცირესობის წევრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ჩვენ გიორგი გაბაშვილს დავუკავშირდით და განცხადებაში მოყვანილი მონაცემების დაზუსტება ვთხოვეთ. დეპუტატის თქმით, ის „კერძო“ (იგივე ბიზნეს) სექტორის მონაცემებს და ამ სექტორში დასაქმებულთა ხელფასების შემცირებას გულისხმობდა. მეტი სიზუსტისთვის, ჩვენ ბოლო სამი წლის სტატისტიკა გავაანალიზეთ.
საქსტატის მონაცემებით 2012 წელს ბიზნეს სექტორში 534 397 დასაქმებული იყო. 2013 წელს ანალოგიური მონაცემი 550 885-ს უდრიდა. შესაბამისად, 2013 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 16 488-ით გაიზარდა. 2013 წელს ასევე გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც (532 800). ეს მონაცემი 18 400-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (514 400).
გრაფიკი 1:
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რაც შეეხება 2014 წლის მონაცემებს, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 501 650 ადამიანი შეადგინა. 2013 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 494 600-ს უდრიდა, ხოლო 2012 წელს - 486 550-ს.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის პირველ ორ კვარტალში, საშუალოდ 464 650 იყო (იხ. ბმულები: 1, 2), 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში - 474 700 (იხ. ბმულები: 1, 2), ხოლო 2014 წელს კი - 483 950 (იხ. ბმულები: 1 , 2). როგორც ამ სტატისტიკიდან ჩანს, 2014 წლის პირველ ორ კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელი ასევე აღემატება წინა წლების ანალოგიურ მონაცემებს.
რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ცვლილებას, გიორგი გაბაშვილთან განცხადების დაზუსტებისას გაირკვა, რომ მან ერთმანეთს 2013 წლის მეოთხე და 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემები შეადარა. მსგავსი შედარებით, ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის კლება (13.5%-ით) მართლაც ფიქსირდება, თუმცა, საქსტატის რეკომენდაციით, ამა თუ იმ კვარტლის წინა კვარტალთან შედარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან იგი არაზუსტ სურათს იძლევა. ამის ძირითადი მიზეზი კი სეზონურობის ფაქტორია, რომლის გამოსარიცხად კონკრეტული კვარტალური მონაცემი წინა წლის ანალოგიური კვარტლის მონაცემს უნდა შედარდეს, და არა მისი წინა კვარტლის მაჩვენებლებს. ამ საკითხის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. ბმული).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელფასებთან დაკავშირებული რეალური სურათის დასანახად მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდს უნდა შევადაროთ. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულები თვეში საშუალოდ 779.1 ლარს იღებდნენ. 2013 წლის იგივე პერიოდში - 717.7 ლარს, 2012 წელს კი, ეს მაჩვენებელი 690.9 ლარს უდრიდა. აქედან ჩანს, რომ როგორც მიმდინარე, ასევე გასული წლის პირველ კვარტლებში ხელფასების ზრდა ფიქსირდება.
რაც შეეხება საშუალო ხელფასის წლიურ მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით 2012 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 714,3 ლარს შეადგენდა, ხოლო 2013 წლისთვის კი - 760.1 ლარს. როგორც ვხედავთ, 2013 წელს საშუალო ხელფასი 6.4%-ით გაიზარდა.
დასკვნა
საქსტატის ინფორმაციით, 2013 წელს და 2014 წლის პირველ ორ კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების კლება არ შეინიშნება. ბიზნეს სექტორში გაზრდილია, როგორც მთლიანად დასაქმებულების, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვიც.
ხელფასების კლებაზე საუბრისას, გიორგი გაბაშვილმა კვარტალურ მონაცემთა შედარების არასწორი მეთოდი გამოიყენა და 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემი მის წინა, 2013 წლის მეოთხე კვარტალს შეადარა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი შედარება არამართებულია და რეალობას ვერ ასახავს. ობიექტური სურათის მისაღებად ამა თუ იმ კვარტლის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ კვარტალს უნდა შედარდეს.
საქსტატის მიერ, კვარტლების შედარების რეკომენდირებული მეთოდის მიხედვით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის კლება არ შეიმჩნევა. უფრო მეტიც, საშუალო ხელფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაბაშვილის განცხადება: „სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, არათუ შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, არამედ ის ვინც დასაქმებულია, იმათი ხელფასები შემცირდა 20 პროცენტით,“ არის ტყუილი.
„სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, არათუ შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, არამედ ის ვინც დასაქმებულია, იმათი ხელფასები შემცირდა 20 პროცენტით“
08/10/2014
Սուտ
Հայտարարությունն անճիշտ է
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից