- კითხვითი უნარების მიხედვით, რაც წაკითხული ტექსტის გააზრებას გულისხმობს, საქართველო 374 ქულით 74 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილს იკავებს და საბოლოო მაჩვენებლების მიხედვით ისეთი ქვეყნების კატეგორიაში ხვდება, როგორებიცაა ყატარი, პერუ და პანამა. წაკითხულის გააზრების უნარი საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 38%-ს აქვს, რაც უტოლდება ან აღემატება შესაბამის საბაზისო მოთხოვნას. შესაბამისად, მოსწავლეეების უმრავლესობის უნარები საბაზისო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
- მათემატიკური უნარების კუთხით, საქართველოს 74 ქვეყანას შორის 379 ქულით, ბოლოდან მეათე ადგილი უკავია და რამდენიმე ქულით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ალბანეთი, ტუნისი, ინდონეზია, ყატარი, პერუ, პანამა და ა.შ. კვლევის შედეგების მიხედვით, მათემატიკური უნარების საბაზისო დონე ქართველი მოზარდების მხოლოდ 31%-ს აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ სტატისტიკის თვალსაზრისით, გოგონებისა და ბიჭების მათემატიკურ შესაძლებლობებს შორის რაიმე ტიპის განსხვავება არ ფიქსირდება.
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო 373 ქულით ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მიმართულებით, ქართველი მოსწავლეების 34%-ს საბაზისო უნარები აქვს და სტატისტიკის თვალსაზრისით, გოგონებისა და ბიჭების შესაძლებლობების კუთხით 19 ქულიანი სხვაობა გოგონების სასარგებლოდ ფიქსირდება.
კვლევის შედეგები ევროპაში |
||||
# |
ქევყანა |
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები |
წაკითხულის გააზრება |
მათემატიკა |
1 |
ფინეთი |
554 |
536 |
541 |
2 |
ესტონეთი |
528 |
501 |
512 |
3 |
ნიდერლანდები |
522 |
508 |
526 |
4 |
გერმანია |
520 |
497 |
513 |
5 |
ლიხტენშტეინი |
520 |
499 |
536 |
6 |
შვეიცარია |
517 |
501 |
534 |
7 |
დიდი ბრიტანეთი |
514 |
494 |
492 |
8 |
სლოვენია |
512 |
483 |
501 |
9 |
პოლონეთი |
508 |
500 |
495 |
10 |
ირლანდია |
508 |
496 |
487 |
11 |
ბელგია |
507 |
506 |
515 |
12 |
უნგრეთი |
503 |
494 |
490 |
13 |
ნორვეგია |
500 |
503 |
498 |
14 |
ჩეხეთი |
500 |
478 |
493 |
15 |
დანია |
499 |
495 |
503 |
16 |
საფრანგეთი |
498 |
496 |
497 |
17 |
შვედეთი |
495 |
497 |
494 |
18 |
ლატვია |
494 |
468 |
482 |
19 |
ავსტრია |
494 |
470 |
496 |
20 |
პორტუგალია |
493 |
489 |
487 |
21 |
ლიტვა |
491 |
484 |
477 |
22 |
სლოვაკეთი |
490 |
477 |
497 |
23 |
იტალია |
489 |
486 |
483 |
24 |
ესპანეთი |
488 |
481 |
483 |
25 |
ლუქსენბურგი |
484 |
472 |
489 |
26 |
რუსეთი |
478 |
459 |
468 |
27 |
ხორვატია |
486 |
476 |
460 |
28 |
საბერძნეთი |
470 |
484 |
466 |
29 |
მალტა |
461 |
442 |
463 |
30 |
სერბეთი |
443 |
442 |
442 |
31 |
ბულგარეთი |
439 |
429 |
428 |
32 |
რუმინეთი |
428 |
424 |
427 |
33 |
მოლდოვა |
413 |
388 |
397 |
34 |
მონტენეგრო |
401 |
408 |
403 |
35 |
ალბანეთი |
391 |
485 |
377 |
36 |
აზერბაიჯანი |
373 |
362 |
431 |
37 |
საქართველო |
373 |
374 |
379 |