2014 წლის 17 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „უმცირესობის („ნაციონალური მოძრაობის“) მარგინალიზაციაზე ლაპარაკი იმ პოლიტიკური ძალის (კოალიცია – „ქართული ოცნების“) მხრიდან, რომელმაც წელიწადნახევარში ნახევარი მილიონი ამომრჩეველი დაკარგა, არის ძალიან სასაცილო“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მის გადამოწმებას შეეცადა.
2012 წლიდან დღემდე საქართველოში სამი არჩევნები ჩატარდა:
- 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები;
- 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები;
- 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები.