Top
სტატიები
დაპირებები
ზურაბ ხარატიშვილი
„საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
13 ოქტომბერი, 2013

13 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატი სამგორის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ზურაბ ხარატიშვილი: „ეს არის წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკა, რაც უნდა გახდეს სიღატაკის და უმუშევრობის დაძლევის მთავარი ინსტრუმენტი. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, სახელმწიფო გაძლიერებაზე და იმ პროაქტიულ პოლიტიკაზე რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს კონფლიქტური რეგიონების პრობლემების გადასაჭრელად.“

696 ნახვა
გააზიარე
11 ოქტომბერი, 2013

11 ოქტომბერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი: „მნიშვნელოვანი ჩვენი პროგრამის არის ის, რომ ქალბატონებს აუნაზღაურდეთ დედობაზე გაწეული დრო, განსაკუთრებით თუ მრავალშვილიანია ან მარტოხელაა.“

664 ნახვა
გააზიარე
09 სექტემბერი, 2013

9 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა ქ. ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გამოსვლის ტექსტი. მისი განცხადების თანახმად:  „კარგად გააზრებულმა და დაგეგმილმა სამოქმედო ეკონომიკურმა პროგრამამ უნდა მოიტანოს მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდა – შემოსავლების გაორმაგება, რაც გულისხმობს დღევანდელი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაორმაგებას 6-7 წლის განმავლობაში მშპ-ს ორციფრიანი ზრდის ფონზე, ხოლო გაოთხმაგება – 10-12 წლის განმავლობაში, საპენსიო რეფორმა, […]

641 ნახვა
გააზიარე
09 სექტემბერი, 2013

9 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა „კონცეფცია ძირითად საკითხებზე“. კონცეფციის თანახმად: „განათლებასა და მეცნიერებაზე მშპ-ს 5% უნდა დავხარჯოთ“. „სახელმწიფომ უნდა წაახალისოს სამედიცინო დაზღვევაზე გაწეული ხარჯები. ასეთი ხარჯები არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით….სადაზღვევო კომპანიები და სამედიცინო მომსახურების ცენტრები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და დაზღვეულ ადამიანს მომსახურების მიღება ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეეძლოს…“ წყარო

617 ნახვა
გააზიარე