საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030110994650218

საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: [email protected]
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: [email protected]

   № 01/21829 17 / აპრილი / 2018 წ.    
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
FactCheck.ge-ის ანალიტიკოსს
ქაბატონ თამარ მოდებაძეს


ქალბატონო თამარ,

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე წლის 4 აპრილს და განმეორებით 13 აპრილს შემოსული თქვენი N59 განცხადებების პასუხად, სადაც ითხოვდით ინფორმაციას კახეთის რეგიონში, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გაცნობებთ შემდეგს:

კახეთის რეგიონში  2015-2016 წლებში აშენდა დედოფლისწყაროს მრავალპროფილური საავადმყოფო, სასარგებლო ფართი - 1430 მ2. საავადმყოფო გათვლილია 25 ადამიანზე.

სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელია 209 სოფლის ექიმი და 223  სოფლის ექთანი

2014 წლის 1 თებერვლიდან, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ოპერირებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.  ,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის592 დადგენილების დანართი 18.2-ით განსაზღვრულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების რაოდენობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. კერძოდ, კახეთის რეგიონს რომელიც მოიცავს 8 მუნიციპალურ ერთეულს (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი) ემსახურება 28 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

2014-2018 წლებში ცენტრის მიერ  განხორციელდა აღნიშული  რაიონების ავტოპარკის სრული განახლება, შესაბამისი სტანდარტებით  აღჭურვილი ავტომანქანებით

 

პატივისცემით,

               საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 

 

ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სოფიო უმიკაშვილი