საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030463135700618

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/7189 08 / თებერვალი / 2018 წ.
შპს ,,Fact Check.ge-ს რედაქტორს, ბატონ დავით ქუტიძეს

ელ. მისამართი: [email protected]


  ბატონო დავით,
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გადმოგზავნილი თქვენი  2018 წლის 22 იანვრის N5615 განცხადების პასუხად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ ელექტრონული ტენდერების მეშვეობით, შესყიდულია 23 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია წინამდებარე წერილის დანართში N1. აღნიშნული მედიკამენტების მიღება, პროგრამის ბენეფიციარებს შეუძლიათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქალაქების/მუნიციპალიტეტების დონეზე.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან გახარჯულია 2 686 666 ლარი.

აქვე გაცნობებთ, რომ 2017 წელს ,,ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით ისარგებლა  13010 ბენეფიციარმა.

დანართი: 1 (ერთი)  ფაილი.

 

პატივისცემით,

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე