საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ, 2013 წლის პირველ მაისს საპარლამენტო სესიაზე განაცხადა: “უკანასკნელ დღეებში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა 2013 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები. პრაქტიკულად, სახეზეა ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება, ეკონომიკური ზრდის მკვეთრი ვარდნა: დღგ–ს [დამატებითი ღირებულების გადასახადი] ბრუნვის მაჩვენებელის ვარდნა; საგარეო ვაჭრობის ვარდნა, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის; შემოსავლების კლება, არა მხოლოდ წლევანდელ გეგმასთან, არამედ შარშან იმავე პერიოდთან შედარებითაც. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, რაც არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სამუშაო ადგილები კვდება”.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა არის, თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა. ჩვენ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება გადავამოწმეთ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით: წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის პირველი კვარტლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 1,7% შეადგინა. ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლის რეალური მშპ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6,8 პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის უმთავრესი მაჩვენებლის (მშპ-ს ზრდის ტემპი) ვარდნა შეინიშნება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
"საქსტატმა" ეს ინფორმაცია 2013 წლის 30 აპრილს გამოაქვეყნა. "საქსტატში" აღნიშნავენ, რომ ეს არის წინასწარი შეფასება და რეალური შეფასება შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.
ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნული განცხადება 2013 წლის 1 მაისს გააკეთა, რაც იმას ნიშნავს რომ სავარაუდოდ იგი უნდა დაყრდნობოდა „საქსტატის“ მიერ მანამდე გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს, კერძოდ კი 30 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
როგორც ზემოთ მოყვანილ გრაფიკში ჩანს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იანვარში დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა 4,4%-ით გაიზარდა, თებერვალში ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 0,4% შეადგინა, ხოლო მარტში კი 3,2%-ით კლება დაფიქსირდა. მთლიან კვარტალურ სურათს თუ შევხედავთ, საერთო ჯამში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,3% ით გაიზარდა.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ 2012 წლის სტატისტიკას, კერძოდ, თუ როგორ გაიზარდა პროცენტულად 2012 წელს დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა 2011 წელთან მიმართებაში, 2013 წლის 0,3% -იანი ზრდა 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული აღმოჩნდება.
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, მისი 2013 წლის იანვარ-მარტის (პირველი კვარტლის) სტატისტიკა 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემდეგნაირად გამოიყურება:
საქონლის ექსპორტი (FOB) – 5,4 % (ზრდა)
საქონლის იმპორტი (CIF) – 8,5% (კლება)
საგარეო სავაჭრო ბრუნვა – 5,2% (კლება)
შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი დაახლოებით 3,15 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის შესაბამისი პერიოდის შემოსავალზე.
საპარლამენტო სესიაზე გამოსვლისას, ზურა ჯაფარიძემ სამუშაო ადგილების „კვდომაზეც“ გაამახვილა ყურადღება. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბიზნეს-სექტორში 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, სამუშაო ადგილები 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა. "საქსტატს" სეზონურობის ცვალებადობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია. შესაბამისად, ამა თუ იმ კვარტლის წინა კვარტალთან შედარება ვერ ხერხდება და მოცემული კვარტლის შედარება მხოლოდ წინა წლის იგივე კვარტალთანაა შესაძლებელი. აქვე აღსანიშნავია, რომ განცხადების იმ ნაწილში, სადაც ზურაბ ჯაფარიძე სამუშაო ადგილების "კვდომაზე" საუბრობს, ის არ ეყრდნობა "საქსტატის" მონაცემებს. ეს ლოგიკურად გამომდინარეობს იქიდან, რომ დეპუტატმა განცხადება გააკეთა 2013 წლის პირველ მაისს, ხოლო ბიზნეს–სექტორში სამუშაო ადგილების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა 2013 წლის 4 ივნისს.
დასკვნა
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძე ეყრდნობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზეა როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ვარდნა, ისევე შემოსავლების კლება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არის ექსპორტის ზრდა და არა კლება, როგორც ეს დეპუტატის განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, "საქსტატის" მონაცემებზე და არსებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის იგივე კვარტალთან შედარებით სახეზეა სამუშაო ადგილების ზრდა და არა კლება.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების შესახებ, არის მეტწილად სიმართლე.
„2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, პრაქტიკულად სახეზეა ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება“
07/06/2013
В основном правда
заявление точное, но требует дополнительной информации и/или объяснения
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные