მიმდინარე წელს, Doing Business-ის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში მერვედან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს რეიტინგის გაუარესებასთან დაკავშირებით, გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის რეიტინგის ვარდნა, ძირითადად, რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილების გამო მოხდა. „ახალი მეთოდოლოგიით, საქართველოს 2014 წლის რეიტინგი არის 14, 2015 წლის რეიტინგი კი 15. ამიტომ, ერთი საფეხურით გაუმჯობესებაზე [სავარაუდოდ, აქ მინისტრმა მექანიკური შეცდომა დაუშვა და გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესებას გულისხმობდა] გვაქვს საუბარი,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
Doing Dusiness მსოფლიო ბანკის კვლევაა, რომელიც 2004 წლიდან ტარდება და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებში ბიზნეს გარემოს შეფასებას ისახავს მიზნად. Doing Business-ის კვლევა აფასებს 10 კომპონენტს, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობაზე:
წყარო: http://www.doingbusiness.org/data/exploreeconomies/georgia
გადასახადების კომპონენტში რეიტინგის ცვლილება გადასახადების გადახდაზე საჭირო დროის 280 საათიდან 362 საათამდე გაზრდამ გამოიწვია, რაც მოგების დეკლარაციის ახალი ფორმის შემოღებასთანაა დაკავშირებული. 2013 წლის კვლევაში მოგების გადასახადის გადასახდელად დახარჯული დრო 109 საათი იყო, ხოლო მიმდინარე წელს, ის 191 საათამდე გაიზარდა.
წყარო: http://www.doingbusiness.org/data/exploreeconomies/georgia
დანარჩენ 4 კომპონენტში (ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა, კრედიტზე ხელმისაწვდომობა, საგარეო ვაჭრობა) მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, ბიზნესის დაწყების მხრივ, პროცედურების დრო და რაოდენობა არ შეცვლილა, ხოლო ხარჯები პირიქით შემცირდა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 3.4%-მდე დაეცა, ნაცვლად 3.8%-ისა. ელექტროენერგიის მიღების ხარჯები შემცირებულია და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 561.8%-ის ნაცვლად 503.8% ს შეადგენს. თუმცა, მიუხედავად შემცირებისა, აღნიშნული რიცხვი კვლავ მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ასევე, გაუმჯობესებულია კრედიტზე ხელმისაწვდომობის ინდექსები. ცვლილება არ მომხდარა საგარეო ვაჭრობის პროცედურებში.
მართალია ბიზნეს გარემოს გაუარესება არ მოხდა, თუმცა დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ Doing Business-ის კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმა არ გატარებულა. წინა წლებში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რეფორმების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო (იხ. ცხრილი 3). ხოლო, 2007 წელს საქართველო საუკეთესო რეფორმატორი ქვეყნების ათეულში შევიდა. 2012 წელს საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა ბიზნეს გარემო ექვსი კომპონენტით გააუმჯობესა (საგარეო ვაჭრობა, კრედიტზე ხელმისაწვდომობა, გადასახადები, გადახდისუნარიანობის აღდგენა, ელექტრო ენერგიის ხელმისაწვდომობა, კონტრაქტის პირობების დაცვა). იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეულ მნიშვნელოვან კომპონენტებში საქართველოს რეიტინგი კვლავ დაბალია და გაუმჯობესებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს რეიტინგი შესაძლოა მომავალშიც გაუარესდეს.
დასკვნა
2013 წელს საქართველო რეიტინგში მე-8 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ რეიტინგში 2013 წელს მე-14 ადგილზე გადავიდა. მიმდინარე წელს ჩამოთვლილი 10 კომპონენტიდან უმრავლესობა არ შეცვლილა ან მცირედით გაუმჯობესდა. ახალი მეთოდოლოგიით რეიტინგის დაანგარიშებისას ყურადღება არა მარტო ცალკეული კომპონენტების რეიტინგს, არამედ მათ რეიტინგებს შორის განსხვავებასაც ექცევა. საქართველოს დაბალი რეიტინგი ცალკეული კომპონენტების რეიტინგებს შორის მაღალი ვარიაციის გამოა გამოწვეული. შესაბამისად, მინისტრის განცხადება, რომ რეიტინგი მეთოდოლოგიის შეცვლის გამო დაეცა, სიმართლეს შეესაბამება.
მიმდინარე წელს, საქართველოს რეიტინგი Doing Business 2015-ის მიხედვით, ერთი პოზიციით გაუარესდა და მე-15 ადგილი დაიკავა. შეფასების კრიტერიუმის გამკაცრებამ ბიზნესგარემოს კომპონენტების რეიტინგის დაცემა გამოიწვია, უარყოფითად იმოქმედა გადასახადებზე დახარჯული საათების 280-დან 362 საათამდე ზრდამაც. ასევე Doing Business 2015-ის მიხედვით მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი რეფორმები არ განხორციელებულა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
- ბიზნესის დაწყების სიმარტივე;
- სამშენებლო ნებართვის აღება;
- ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა;
- ქონების რეგისტრაცია;
- კრედიტის აღება;
- მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა;
- გადასახადების გადახდა და მათი მოცულობა;
- საგარეო ვაჭრობის სიმარტივე;
- კონტრაქტის პირობების აღსრულება;
- გადახდისუნარიანობის აღდგენა.
- შეიცვალა რეიტინგის გაანგარიშების მეთოდი;
- 11 უდიდესი ეკონომიკისთვის დამატებით მოხდა მეორე ქალაქის გამოკვლევა.[1]
- კრედიტის ხელმისაწვდომობა;
- მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა;
- გადახდისუნარიანობის აღდგენა.
- სამშენებლო ნებართვების აღება;
- ქონების რეგისტრაცია;
- გადახდისუნარიანობის აღდგენა.
რეიტინგი |
Distance to Frontier[2] |
|||
2013 |
2014 |
2013 |
2014 |
|
საქართველოს რეიტინგი |
14 |
15 |
79.61 |
79.46 |
ბიზნესის დაწყება |
4 |
5 |
97,72 |
97,73 |
სამშენებლო ნებართვების აღება |
3 |
3 |
91,43 |
91,44 |
ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა |
36 |
37 |
84,64 |
84,69 |
ქონებისრეგისტრაცია |
1 |
1 |
99,87 |
99,88 |
კრედიტზე ხელმისაწვდომობა |
5 |
7 |
85 |
85 |
მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა |
43 |
43 |
60,83 |
60,83 |
გადასახადები |
22 |
38 |
86,99 |
82,76 |
საგარეო ვაჭრობა |
31 |
33 |
84,08 |
84,02 |
კონტრაქტის პირობების აღსრულება |
23 |
23 |
71,82 |
71,82 |
გადახდისუნარიანობის აღდგენა |
130 |
122 |
33,68 |
36,48 |
გადასახადები |
|||
გადახდებისრაოდენობაწელიწადში |
დრო |
გადასახადებისწილიმოგებაში |
|
“Doing Business 2014” ძველი მეთოდოლოგია |
5 |
280 |
16.5 |
“Doing Business 2014” ახალი მეთოდოლოგია |
5 |
280 |
16.5 |
“Doing Business 2015” |
5 |
362 |
16.4 |
რეიტინგი 2014 |
22 |
||
რეიტინგი 2015 |
38 |
წლები |
რეფორმებისრაოდენობა |
2007 |
6 |
2008 |
4 |
2009 |
2 |
2010 |
4 |
2011 |
4 |
2012 |
6 |
2013 |
1 |
2014 |
1 |
[1] Doing Business თითოეულ ქვეყანაში იკვლევს ქალაქს, სადაც ყველაზე მეტი ბიზნეს ობიექტია განთავსებული, მიმდინარე წელს 11 უდიდესი ქვეყნისთვის დამატებით მოხდა ბიზნეს ობიექტების მიხედვით სიდიდით მეორე ქალაქების გამოკვლევაც.
[2] Distance to frontier (ზღვრამდე მანძილი) - გვიჩვენებს თუ რამდენად ახლოსაა ქვეყნის ეკონომიკა საუკეთესო მაჩვენებელთან. აღნიშნული მეთოდოლოგიით თითოეულ კომპონენტს ენიჭება ქულა და მათი დაჯამება ხდება. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო ახლოსაა ქვეყანა საუკეთესო მაჩვენებელთან.