2014 წლის 16 იანვარს, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „დავით ნარმანიას სამინისტრომ დაახლოებით 130 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე გასულ წელს. შესაბამისად, არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ ნარმანიას სამინისტრომ ხარჯები ვერ აითვისა, პირიქით, 250 კილომეტრი გზა დააგო და 30 ხიდის რეაბილიტაცია მოახდინა.”
ფაქტ–მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ჩვენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2012 წლის დაზუსტებული ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის 767,980,011 ლარი იქნა გამოყოფილი, რომლიდანაც, საბოლოოდ 655,075,159 ლარი დაიხარჯა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია 2012 წლის ბიუჯეტი, რომლშიც დეტალურად არის გაწერილი 2012 წელს შესასრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა (გვ.40-45), ასევე ხელმისაწვდომია ამ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც (გვ.110-122).
2013 წლის მონაცემებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებულ ვარიანტში 1,003,599,798 ლარი იქნა გამოყოფილი. ამ თანხიდან სამინისტრომ 783,187,855 ლარი დახარჯა. 2013 წლის ბიუჯეტში გაწერილია გასულ წელს შესასრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა (გვ. 38-42), ასევე, ამ გეგმის შესრულების ანგარიში (გვ.87–99), რომელიც 9- თვიან მონაკვეთს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 12 თვის შესრულების ანგარიში, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი 235,619,787 ლარით არის გაზრდილი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავით ნარმანიას უწყებამ გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ 78% აითვისა, მაშინ როცა 2012 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაზუსტებული ბიუჯეტის 85%-ის ათვისება მოახერხა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადების მეორე ნაწილს, გზების დაგებისა და ხიდების რეაბილიტაციის შესახებ, სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით 260 კილომეტრ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და 28,4 (აქედან მოძრაობა 15,4 კმ გზაზე გაიხსნა) კილომეტრი გზა დაიგო.
რეგიონული განვითარების და ინფრასტუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 9 ახალი სახიდე გადასასვლელი მოეწყო და რეაბილიტაცია 45 საავტომობილო ხიდს ჩაუტარდა.
დასკვნა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს სამინისტროს დაზუსტებული ბიუჯეტი დაახლოებით 235 მილიონ ლარზე მეტით იყო გაზრდილი. 2013 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 128 მილიონ ლარზე მეტი მართლაც დახარჯა. თუმცა, 2013 წელს დავით ნარმანიას უწყებამ ხარჯები ბოლომდე ვერ აითვისა და გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ 78 % დახარჯა, მაშინ როცა 2012 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაზუსტებული ბიუჯეტის 85%-ის ათვისება მოახერხა. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ეს პათოსი ბოლომდე მართებული არ არის. ამასთან, პრემიერი მართალია, როცა ის ხიდებისა და გზების რეაბილიტაციის შესახებ საუბრობს.
ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „დავით ნარმანიას სამინისტრომ დაახლოებით 130 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე გასულ წელს. შესაბამისად, არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ ნარმანიას სამინისტრომ ხარჯები ვერ აითვისა, პირიქით 250 კილომეტრი გზა დააგდო და 30 ხიდის რეაბილიტაცია მოახდინა“, არის მეტწილად სიმართლე.
„დავით ნარმანიას სამინისტრომ [რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო] დაახლოებით 130 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე გასულ წელს. შესაბამისად არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ ნარმანიას სამინისტრომ ხარჯები ვერ აითვისა, პირიქით, 250 კილომეტრი
31/01/2014
В основном правда
заявление точное, но требует дополнительной информации и/или объяснения
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные