2013 წლის 1 ოქტომბერს, უმრავლესობის წევრმა, პაატა კვიჟინაძემ, განაცხადა: „სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, ყოველგვარი კვოტისა და შეზღუდვის გარეშე, შეეძლო დაეწყო მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. ეს პრაქტიკულად არ ხდება ევროპის, ამერიკის, თუნდაც დსთ-ს ქვეყნებში“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
შრომის ბაზარზე არსებულ სიტუაციაში და კონკრეტულად უცხოელებთან მიმართებაში არსებული მდგომარების გასარკვევად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კანონმდებლობას გავეცანით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი (2013 წლის, 29 სექტემბრის მდგომარეობით), ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის უცხოელისთვის, შრომის ანაზღაურების ფორმასა და ოდენობას განსაზღვრავს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. შესაბამისად, ანაზღაურების ოდენობა უშუალოდ მხარეთა მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს და მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო კერძო ურთიერთობებში ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრაში არ ერევა.
ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილი, შრომით ურთიერთობებში ნებისმიერ დისკრიმინაციას კრძალავს, ხოლო, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად. კერძოდ: „დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის[1] პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან, პირისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით“.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს დისკრიმინაციას ყველას მიმართ, მიუხედავად იმისა, პიროვნება საქართველოს მოქალაქე არის, თუ არა.
საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ“ (20.09.2013 მდგომარეობით) უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლას და ყოფნას არეგულირებს (მუხლი 2).
კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ შესაძლებლობას აძლევს რიგი ქვეყნების მოქალაქეებს (ამჟამად სულ ასეთი 118 ქვეყანაა) ვიზის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდეს და 360 დღის განმავლობაში იმყოფებოდეს (მუხლი 5).
იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალში არ შედის, საქართველო ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით 4 კატეგორიის ვიზას გასცემს. ესენია: დიპლომატიური, სამსახურეობრივი, ორდინალური და სასწავლო (მუხლი 6).
უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სამუშაოდ ჩამოდის და უვიზო მიმოსვლის ქვეყნების სიაში არ შედის, ორდინალური ვიზა სჭირდება (მუხლი 9 ნაწილი 1 პუნქტი „ლ“). უცხოელი, რომელსაც საქართველოში მუშაობა სურს, ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულია დროებითი ბინადრობის ნებართვა აიღოს (მუხლი 9 ნაწილი 11). ორდინალური ვიზა 360 დღის ვადით მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, ხოლო 90 დღით - მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით გაიცემა.
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვას, არა უმეტეს 6 წლის ვადით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს საქართველოში დარჩენის მსურველ უცხოელებზე. კანონის მეცხრამეტე მუხლში ჩამოთვლილია, თუ რა შემთხვევაში გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი კი შესაძლებლობას იძლევა ნებართვა იმ უცხოელზე გაიცეს, რომელიც საქართველოში შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს, მათ შორის თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.
იქიდან გამომდინარე, რომ იმ უცხოელებზე, რომლებიც სასწავლო ვიზას ფლობენ, მუშაობასთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არ მოქმედებს, დასაქმება მათთვისაც შესაძლებელია. როგორც ვხედავთ, უცხოელს თავისუფლად შეუძლია შრომითი ურთიერთობით დაკავდეს, რიგ შემთხვევაში ვიზის გარეშეც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა უცხოელთათვის მუშაობის ნებართვის უფლების გაცემას ცალკე არ განსაზღვრავს და უცხოელის საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრულ „ყოფნაში“ მისი მუშაობის უფლებაც იგულისხმება. ვიზის მოქმედების ან ქვეყანაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია დროებითი ბინადრობის ნებართვის აღებაც. ამ შემთხვევაში, საჭიროა, რომ უცხოელს შესაბამისი სურვილი გააჩნდეს და სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში კანონპროექტი იქნა ინიცირებული, რომლის მიხედვითაც, საიმიგრაციო ვიზა (D1) შემოდის, რომელიც შემდეგ შემთხვევებში გაიცემა:
- საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე:
- კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან;
- უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში სამუშაოდ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე.
- კანონის საფუძველზე პირს აქვს უფლება გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმდეს;
- პირს გააჩნია სპეციალური სამუშაო შემოთავაზება;
- კონკრეტული პოზიციაზე დანიშვნისას უცხო ქვეყნის და გერმანიის მოქალაქეებს შორის არ არსებობს უფლებრივი განსხვავებები და ისინი თანაბარ მდგომარეობაში არიან.
- თუ პირი კანონით წინასწარ განსაღვრულ ისეთ პოზიციაზე მუშაობს, რომელიც მსგავს ნებართვას არ საჭიროებს;
- თუ პირმა დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ნებართვა მიიღო 2007 წლის 1 იანვრამდე და ეს დოკუმენტი კონკრეტულ ინფორმაციას პირის დასაქმების კატეგორიის შესახებ შეიცავს;
- თუ ის იმ პირთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც კანონით არიან ამ ვალდებულებისაგან გათავისუფლებული. მაგალითად: პირი 12 თვის განმავლობაში უწყვეტად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მუშაობდა; არის ევროპის ეკონომიკური ზონის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე; მისი მეუღლე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
- დროებითი სამუშაო ნებართვა - გაიცემა პირებზე, რომლებიც არიან არა ფრანგულ საწარმოში დასაქმებული, თუმცა სამუშაოს შესასრულებლად დროებით საფრანგეთში ადგილობრივ საწარმოში საქმდებიან. მსგავსი ნებართვის გასაცემად უცხოური საწარმოს მოთხოვნაც საკმარისია, მაგრამ აღნიშნულ პროცესში სავალდებულოა ფრანგული კომპანიის ჩართვა. ეს ნებართვა ვალიდურია მანამ, სანამ საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულება მოქმედებს. ამასთან ერთად, დასაქმებული პირის თვიური ხელფასი უნდა აღემატებოდეს 3, 835 ევროს.
- მუდმივი სამუშაო ნებართვა - გაიცემა პირებზე, რომლებსაც ფრანგული საწარმო ასაქმებს. სავალდებულოა, რომ პირი სრულ განაკვეთზე მუშაობდეს და საფრანგეთის ტერიტორიაზე ანაზღაურებას იღებდეს, რომელიც უნდა აღემატებოდეს 3, 835 ევროს. გარდა ამისა, კანდიდატი პროფესიონალიზმის მაღალი დონით და გამოცდილებით უნდა გამოირჩეოდეს. ნებართვის გაცემისას შეიძლება ყურადღება მიექცეს ფრანგული ენის ცოდნას.
- მოლდოვაში სამეცნიერო მიზნებისთვისაა (ევროპული ან საერთაშორისო პროექტით) ჩასული;
- მოლდოვაში სამუდამო ბინადრობის უფლება აქვს;
- მოლდოვაში დროებითი ბინადრობის უფლება აქვს და მიზნად აქვს ოჯახში ინტეგრაცია;
- სამთავრობო უწყებების მიერ სამუშაო მიზნებისთვისაა მიწვეული;
- არის პროფესიონალი, რომელიც მოლდოვაში საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზეა ჩასული;
- არის პროფესიონალი, რომელიც მოლდოვაში საინვესტიციო საქმიანობითაა დაკავებული (დაზუსტებული ეკონომიკის სამინისტროს მიერ).
[1] ავტ: მათ შორის უცხოელის და მოქალაქეობის არმქონე პირის.