სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ჯორჯ სოროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად, რამდენიმე საათის წინ twitter-ზე გავრცელდა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეალურად, ჯორჯ სოროსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

ჯორჯ სოროსი უნგრელი წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტი, ავტორი, ქველმოქმედი და აქტივისტია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაშია. იგი პოპულარობას 92 ასაკშიც არ კარგავს და მასთან დაკავშირებული კონსპირაციები ხშირად ვრცელდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა.

Twitter-ის მომხმარებელი სოროსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შემდეგი სათაურით აქვეყნებს: „ახალი ამბავი: Politics For All Ireland-ის თანახმად, ჯორჯ სოროსი გულის შეტევით გარდაიცვალა“. გადამოწმების შემდეგ, Politics For All Ireland-ის გვერდზე აღნიშნული ფაქტი საერთოდ აღარ იძებნება.

გავრცელებულ ამბავს ჯორჯ სოროსი რამდენიმე საათში გამოეხმაურა. მან Twitter-ზე დაწერა "ჭორები, რომ გულის შეტევა მქონდა, სრულიად მცდარია. ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ".

რედაქტორის შენიშვნა: სტატია განახლდა 16 მაისს, მას დაემატა ჯორჯ სოროსის განცხადება.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი