Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე სოციალურ ქსელში მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე ჰიტლერის პორტრეტი წარწერით „ჰიტლერი განმათავისუფლებელი“ ჩამოკიდეს.

ფოტო, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს, 2014 წლით თარიღდება და BBC-ის თანახმად, თავდაპირველად რუსული ტელეარხის Life News TV-ის ხელმძღვანელმა აშოტ გაბრელიანოვმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა. 2014 წლის თებერვალში იგივე ფოტოსურათი Twitter-ზე კრემლისტური მედიის წარმომადგენელმა კონსტანტინე რიკოვმაც გაავრცელა.

სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო დაფოტოშოპებულია. 2014 წლის იანვარში კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე რეალურად არა ჰიტლერის, არამედ სტეფან ბანდერას პორტრეტი ეკიდა.

სტეფან ბანდერას პორტრეტი მოგვიანებით უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს პორტრეტით ჩანაცვლდა, ხოლო ბანდერას სურათი შენობის შიგნით გადაიტანეს.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე ჰიტლერის პორტრეტი ჩამოკიდეს, ყალბია. სინამდვილეში, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია და სტეფან ბანდერას გამოსახულება ადოლფ ჰიტლერის გამოსახულებით არის ჩანაცვლებული.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი