სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიკილიქსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ თითქოს ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და, მიუხედავად იმისა, რომ ასანჟი ჯერ მხოლოდ 51 წლისაა, როგორც ღრმად მოხუცებული ადამიანი, ისე გამოიყურება. გავრცელებულ Facebook-პოსტებში ვკითხულობთ: „ანგლო-ამერიკულ დილეგში ნაწამები ჯულიან ასანჟი. ამ სადიზმზე, ქართული ჟრუ-ნალისტიკა ჯიუტად დუმს“.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დეზინფორმაციული მტკიცება სოციალურ ქსელში რუსულენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს.

სინამდვილეში, აღნიშნული ფაქტი დეზინფორმაციაა და პროპაგანდისტების მიერ წარდგენილ ფოტოს ჯულიან ასანჟის რეალურ მდგომარეობასთან საერთო არაფერი აქვს - სურათი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის შექმნილი.

ამის შესახებ Twitter-ში მომხმარებელმა @TheErrantFriend-მა განაცხადა, რომელმაც Associated Press-ს დაუდასტურა, რომ აღნიშნული ფოტო სპეციალური პროგრამის მეშვეობით თავად შექმნა. სურათის ავტორის თქმით, ფოტო პროგრამა Midjourney-ს გამოყენებით შეიქმნა და მის მიზანს „ციხეში [ჯულიან ასანჟის] დოკუმენტირებული ტანჯვის“ ასახვა წარმოადგენდა.

ამდენად, მტკიცება, თითქოს ფოტოზე ციხეში ნაწამები ჯულიან ასანჟია აღბეჭდილი - ტყუილია.

აღსანიშნავია, რომ ჯულიან ასანჟის ფიგურით მანიპულირება ანტიამერიკულად განწყობილ ადამიანებს შორის როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე დანარჩენს მსოფლიოში, ძალიან პოპულარულია. მას წარმოაჩენენ, როგორც გმირსა და თავისუფლებისთვის მებრძოლს, და ავრცელებენ წარმოდგენას, თითქოს, ასანჟი ციხეში ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მოქმედების გამო იმყოფება. თუმცა, სინამდვილეში აშშ ასანჟის გადმოცემას არა მისი პოლიტიკური აქტივობის, არამედ კონკრეტული დოკუმენტების გამოქვეყნების გამო მოითხოვს, რამაც ამერიკული დაზვერვის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ასობით თანამშრომლის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა.

---------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი