Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით რედაქტირებულ ფოტოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც თითქოს საცვალში გამოწყობილი ზელენსკი გიტარით ხელში სამხედროებს ამხნევებს. პოსტზე თანდართულია აღწერა: „კიეველი კლოუნი ისევ ჩავიდა „მებრძოლი სულის“ ასამაღლებლად.“ ფოტო ყალბია და რედაქტირების შედეგადაა მიღებული.

რეალურად პოსტში მოცემული ზელენსკის ფოტო 2014 წლის 13 აპრილს სატელევიზიო კომპანია სტუდია Kvartal 95-ის (Студия Квартал 95) გასართობი გადაცემიდან არის ამოჭრილი. „სტუდია Kvartal-95“ არის გასართობი შინაარსის მქონე უკრაინული სატელევიზიო კომპანია, რომელიც უკრაინაში 2003 წლიდან მუშაობს. კომპანია დააარსეს უკრაინის ახლანდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა რამდენიმე სკოლის მეგობარმა. გასართობი გადაცემების გარდა კომპანია აწარმოებს მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, აორგანიზებს კონცერტებსა და ფესტივალებს. 2014 წლის 12 აპრილის „საღამოს კვარტალში“ საცვლებში გამოწყობილი ზელენსკი გიტარით ხელში ასრულებს „პოლიტიკურ რეპს“.

რაც შეეხება ორიგინალ ფოტოს, სადაც ზელენსკის ფოტოა ჩასმული, ის 2021 წლის 8 აპრილს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უკრაინის თავდაცვის ჯარების პოზიციების მონახულების დროს არის გადაღებული. ფოტო 2022 წლის სხვადასხვა უკრაინულ სტატიაში შემდეგი სახით (ბმული 1, ბმული 2) გვხვდება.ერთ-ერთსტატიაში,სადაც მოცემული ფოტოა წარმოდგენილი, საუბარია უკრაინაში ქალების მობილიზების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეზე, ხოლო მეორესტატიაუკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სამსახურში ქალების რეგისტრაციის 2023 წლის 1 ოქტომბრამდე გადადებას ეხება.

წყარო: president.gov.ua

წყარო: rbc.ua

შესაბამისად, Facebook მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია, ხოლო თანდართული აღწერა, რომ თითქოს ზელენსკი სამხედროებს ასე ამხნევებს ყალბია.

---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი