პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, დეპუტატის სალომე სამადაშვილის საქართველოს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს (1,2). შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ, სამადაშვილი საკუთარ თავზე ამბობს Mea culpa - „დამნაშავე ვარ“.

სინამდვილეში, სალომე სამადაშვილის სიტყვები Mea culpa მიემართებოდა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 24 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. „სამარცხვინო ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა „დამნაშავე ვარ!“ – „მეა კულპა!“, – მიმართა სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს და სამჯერ გაიმეორა Mea culpa.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია, რადგან გამოქვეყნებული ჩანაწერი ისეა კონტექსტიდან ამოგლეჯილი, რომ ისმის მხოლოდ ფრაზა Mea culpa და არ ჩანს თუ ვის მიემართება ის.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი