Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) მორიგ ყალბ მტკიცებას ავრცელებს. გამოქვეყნებულ პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელიც, მტკიცების თანახმად, ამერიკული საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცის გლოვის ცერემონიას ასახავს.

სინამდვილეში, გავრცელებული ფოტოსურათი 14 მარტს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას არ უკავშირდება. ამერიკული დრონის რუსულ გამანადგურებელთან შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რეალურად, აღნიშნული ფოტო ინციდენტამდე 4 დღით ადრე, 10 მარტს არის გადაღებული და ბახმუტში უკრაინის ეროვნული გმირის დმიტრი კოციუბაილოს (ცნობილი როგორც „და ვინჩი) დაღუპვის სამგლოვიარო ცერემონიას უკავშირდება.

ქვედანაყოფ „და ვინჩის მგლების“ მეთაური დმიტრი კოციუბაილო იყო პირველი მოხალისე, რომელმაც უკრაინის გმირის წოდება სიცოცხლეშივე დაიმსახურა. კოციუბაილო 7 მარტს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან ახლოს გარდაიცვალა. კიევში ეროვნული გმირის სამგლოვიარო ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და კიევში ვიზიტით მყოფი ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინიც იმყოფებოდნენ.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი