Facebook-მომხმარებელი ქაროსა ნი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ამტკიცებს, რომ დემონსტრანტებმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციის დროს რუსეთის დროშის ნაცვლად სერბეთის დროშა დაწვეს. Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს თან ვიდეოც ერთვის.

სინამდვილეში, Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოდანაც ცხადად ჩანს, რომ პროტესტის მონაწილეები არა სერბეთის რესპუბლიკის, არამედ რუსეთის ამობრუნებულ დროშას წვავენ. სერბეთის დროშა სამი ჰორიზონტალური - წითელი, ლურჯი, თეთრი ზოლისგან და სახელმწიფო გერბის გამოსახულებისგან შედგება. სერბეთისა და რუსეთის დროშებს გარდა წითელი, ლურჯი და თეთრი ზოლების განლაგების თანმიმდევრობისა, დროშაზე დატანილი გერბიც განასხვავებს.

მეტიც, რუსეთის დროშა აქციის მონაწილეებმა, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს შეურაცხყოფის მიზნით, პროტესტის ნიშნად ამოაბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ დროშის თავდაღმა დაკიდება დროშის შეურაცხყოფად ითვლება და პროტესტის გამოხატვის ფართოდ გავრცელებული ფორმაა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, 11 მარტს, ათი ათასზე მეტი ჰოლანდიელი ფერმერი და კლიმატის დამცველი აქტივისტი აპროტესტებდა აზოტის ემისიის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც მათი თქმით, ფერმების დახურვას გამოიწვევს და საკვების წარმოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტის დროს ქვეყნის ეროვნული დროშა თავდაყირა ეკავათ, რითაც ისინი თავიანთ პროტესტს აფიქსირებდნენ.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი