ხელისუფლების მხარდამჭერმა, პროპაგანდისტულმა გვერდმა „ტერენტი გლდანელი“, 6 მარტს, გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ამ წუთებში. იმდენად ცოტა ადამიანი მივიდა აქციაზე რომ შერცხვათ და გაიპარნენ“.

გავრცელებული ვიდეო ეხმაურებოდა სამოქალაქო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფ „ტალღა“-ს მიერ, 6 მარტს, დილის 9 საათზე დაგეგმილ აქციას, რომელიც იმავე დღეს, 9:30 წუთზე გასამართ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მისული დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას ისახავდა მიზნად. კომიტეტის სხდომაზე დაგეგმილი იყო (იხილეთ კომიტეტის დღის წესრიგი) საქართველოს პარლამენტის წევრების „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა.

სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“-ს მიერ ორგანიზებული აქციის „არა რუსულ კანონს“, გამართვა თავიდანვე გამიზნული იყო პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საიდანაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უნდა შესულიყვნენ დეპუტატები, რომელთათვისაც აქციის მონაწილეებს უნდა მოეწყოთ ე.წ. სირცხვილის კორიდორი და გამოეხატათ საკუთარი პროტესტი ინიცირებული კანონპროექტების შესახებ.

შესაბამისად, პროპაგანდისტული გვერდის „ტერენტი გლდანელი“-ს მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია, 6 მარტს, დილის საათებში პარლამენტის წინა მხარეს, რუსთაველის გამზირის მხარეს არსებული მდგომაროება, მაშინ როდესაც, რეალურად, აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან (ძმები ზუბალაშვილების ქუჩის მხრიდან) იყო დაგეგმილი მანიპულაციურია და საპროტესტო აქციის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

სიმართლეს არ შეესაბამება პოსტის ავტორის მტკიცება, რომ „იმდენად ცოტა ადამიანი მივიდა აქციაზე რომ შერცხვათ და გაიპარნენ“. სინამდვილეში 6 მარტს გამართულ აქციას, არაერთი ადამიანი დაესწრო (იხილეთ აქციის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა) და გააპროტესტა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ დაინიციირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის გამართვა.

---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი