27 თებერვალს Facebook-მომხმარებელმა ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ქუჩაში მიმავალი საბრძოლო ტანკებია ნაჩვენები, რომელზე დაყრდნობითაც Facebook-ანგარიშმა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს რუმინეთის მთავრობამ მოლდოვას საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების განლაგება დაიწყო.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მტკიცება, თითქოს ბუქარესტი მოლდოვას საზღვარზე არმიისა და სამხედრო აღჭურვილობის მობილიზებას ახდენს, მიზნად პანიკის დათესვას ისახავს.

სინამდვილეში რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაარსებულ პლატფორმაზე, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებას ეწინააღმდეგება, აღნიშნულია, რომ ვიდეო, რომელიც ქუჩებში სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას ასახავს და სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება, რუმინეთის ქალაქ ალბა იულიაში 2022 წლის ნოემბერშია გადაღებული. სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ კადრები რუმინეთის ეროვნული დღისთვის გასამართი სამხედრო აღლუმისთვის მზადებას ასახავს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პლატფორმაზე ვიდეო სრული სახითაც მოიპოვება.

დამატებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ასახულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიცაა გაზგასამართი სადგური, სტადიონი და მიმდებარე შენობა-ნაგებობები. საძიებო სისტემა Google-ის ქუჩის ხედვის (Google Street View) ფუნქციის გამოყენებით, ასევე შესაძლებელია იმის დადგენა, რომ კადრები ნამდვილად რუმინეთის ქალაქ ალბა იულიაშია გადაღებული.

ქალაქი ალბა იულია რუმინეთის დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მოლდოვას საზღვრიდან ძალიან დაშორებულია, შესაბამისად მტკიცება, რომ რუმინეთი სამხედრო ტექნიკის მობილიზებას მოლდოვის საზღვართან ახდენს, ტყუილია.

დამატებით, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა - კონსტანტინ სპინუმ უარყო მტკიცებები, თითქოს რუმინული ძალების და ანტისაჰაერო სისტემების გადაადგილება მიმდინარეობს და თქვა, რომ მათ განლაგებაში ცვლილება არ მომხდარა. ამდენად, ვიდეოში ასახული კადრები არა სამხედროებისა და ტექნიკის მობილიზებას, არამედ რუმინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმისთვის მზადებას ასახავს.

მედიის ნაწილი დეზინფორმაციას ასევე გამოეხმაურა და გზავნილის სიყალბე დაადასტურა. იხილეთ ბმული 1, ბმული 2, ბმული3, ბმული 4, ბმული 5.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი