სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ანაბეჭდი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვალენტინობასთან დაკავშირებულ მილოცვას აქვეყნებს. სატირული შინაარსის პოსტში, სადაც ციტატას ზურაბიშვილს მიაწერენ, პრეზიდენტი დღესასწაულს რუსი კოსმონავტის ვალენტინა ტერეშკოვას სახელს უკავშირებს: „ვალენტინა ტერეშკოვა მსოფლიომ დაუფასა მას მიღწევები კოსმონავტიკაში და ვალენტინას დღე დააწესა. გილოცავთ ვალენტინაობას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. აღსანიშნავია, რომ იდენტური გაყალბებული ციტატა 2021 წელსაც ვრცელდებოდა.

გამოქვეყნებული სქრინშოტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული სიტყვები სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ზურაბიშვილს არ ეკუთვნის. მსგავსი განცხადება არც პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე და არც მის პირად პროფილზე იძებნება.

14 თებერვალს სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე განცხადება საერთოდ არ გაკეთებულა. მის პირად პროფილზე ბოლო პოსტი 2023 წლის 13 თებერვლით თარიღდება. ზურაბიშვილის მსგავსი განცხადება არც ღია წყაროებში იძებნება.

----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი