სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების თანახმად, უკრაინაში ვლადიმერ ლენინის ქანდაკება „ბანდერას დროშის ფერებში“ შეღებეს. Facebook-პოსტიდან, რომელსაც თან ფოტოსურათიც ერთვის, ვიგებთ, რომ აღნიშნული მოვლენა სულ ახლახან მოხდა: "დიდება უკრაინას - დიდება გმირებს! ამერიკელებმა მთელი უკრაინა ფსიქიატრიულ განყოფილებად გადააქციეს... რუსოფობებს ახლა ლენინი შეუღებიათ ბანდერას დროშის ფერებში“, - ვკითხულობთ პოსტში.

სინამდვილეში, ლენინის აღნიშნული ძეგლი უკრაინაში დონეცკის ოლქში, სოფელ ველიკაია ნოვოსიოლკაში მართლაც შეღებეს, თუმცა არა „ბანდერას დროშის“, არამედ უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში და არა ახლახან, არამედ 2014 წელს.

2013-2014 წლებში მიმდინარე პრო-ევროპული მასობრივი აქციების პერიოდში მთელი უკრაინის მასშტაბით, ვლადიმერ ლენინის ძეგლების დემონტაჟი აქტიურად მიმდინარეობდა. ამ პროცესს დღეს ლენინოპადის სახელით მოიხსენიებენ. სოფელ ველიკაია ნოვოსიოლკაში კი, ლენინის ძეგლის დემონტაჟის ნაცვლად, ქანდაკების უკრაინის დროში ფერებში შეღებვა გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, უკრაინის ამ სოფელში ლენინის ძეგლის დემონტაჟი მაინც მოხდა.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი