Facebook-მომხმარებელმა, რომელიც უკრაინის ომზე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, სოციალურ ქსელში ვარდისფერი ტანკის ფოტო რუსული წარწერით გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ევროპაში ფემინისტებმა უკრაინის ტანკის შესაძენად ფული შეაგროვეს და ტანკი ვარდისფრად შეღებეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვარდისფერი ტანკის ფოტო უკრაინასთან კავშირში არ არის. ფოტოს წარმომავლობის ძიებას 2007 წელს მანჩესტერში გამართულ ღირსების მარშამდე მივყავართ. ამასთან ერთად ფოტოზე თანდართული ტექსტის იდენტური ან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ევროპელი ფემინისტების მიერ უკრაინისთვის ტანკის გადაცემაზე არ იძებნება.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და ის, ერთი მხრივ, უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების და მეორე მხრივ, ლგბტქ თემის დისკრედიტაციას ცდილობს.

---------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5418 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი