Facebook-ანგარიში „მრისხანე ბაბუაწვერა“, რომელსაც დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია, სოციალურ ქსელში მორიგ ყალბ სქრინს ავრცელებს. ფოტომასალის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი პირადი ანგარიშით გამოაქვეყნა ფოტო აღწერით: „ბატონი ილია მოკვდება როცა, აბა თუ მიხვდებით, ვინ ავირჩიოთ პატრიარქად? ხვიჩა კვარაცხელია, დიახ )) მომავლის კატალიკოსპატრიარქი, ეს ფოტოც სიმბოლურად ღნიშნავს მაგ ფაქტს.“ ანგარიშმა მანამდე ირაკლი კობახიძის შესახებ გაავრცელა ყალბი ამბავი.

სალომე ზურაბიშვილის პირად Facebook-ანგარიშზე ბოლო პოსტი 2023 წლის 19 იანვარს 12:03-ზეა გამოქვეყნებული (იხილეთ პოსტი). პრეზიდენტს Facebook-ზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. რაც შეეხება სქრინში არსებულ ფოტოს, სადაც თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას მაისურში გამოწყობილი ბიჭი პატრიარქ ილია მეორეს უყურებს, ასევე ყალბია. ფოტოს ორიგინალ ვერსიაში, რომელიც იტალიური გამოცემა La Gazzetta-Facebook გვერდზეა განთავსებული, კედელზე არა ილია მეორე, არამედ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა დახატული.

შესაბამისად, „მრისხანე ბაბუაწვერას“ მიერ გამოქვეყნებული ანაბეჭდი, სადაც თითქოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის პოსტია მოცემული, მთლიანად ყალბია.

ყალბია ასევე ფოტომასალა, სადაც თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ციტატა, სადაც ის „ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი ადამიანების აუცილებლობაზე“ საუბრობს და საკუთარ თავს უცენზურო სიტყვით მოიხსენიებს. მსგავსი მასალა ტელეკომპანია იმედს არ გამოუქვეყნებია და მოცემული განცხადება არც ირაკლი კობახიძეს გაუკეთებია.

---------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი