2022 წლის ბოლოს არაერთმა სახელმწიფო უწყებამ და მუნიციპალიტეტის მერიამ მსუბუქი ავტომობილები შეისყიდა. მხოლოდ დეკემბერში შპს „კია საქართველოსთან“, შპს „სტრადა მოტორსთან“, სს „ფრანს ავტოსთან“, შპს „კავკასუს მოტორსთან“ და სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“, კონსოლიდირებული ტენდერების გზით, 60-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა. მათი ჯამური ღირებულება 22 მლნ ლარს შეადგენს.

დანართში მოცემული შესყიდვები სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდა. გამონაკლისია აჭარის ა/რ სამთავრობო უწყებებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციებისთვის შეძენილი ავტომანქანები, რისთვისაც დაფინანსება აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიემართება. ასევე, ერთ შემთხვევაში, დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტი. გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 20 823 000 ლარს აღემატება. არსებული მდგომარეობით, 16 966 200 ლარზე მეტი უკვე გადახდილია. სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების სახსრებით, ხელშეკრულებები სულ 362 ერთეული მეორე და მესამე კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით გაფორმდა. აქედან თერთმეტი ერთეული ავტომანქანის ღირებულება აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიფარება (დიდი წილი უკვე გადახდილია), ერთი, როგორც აღვნიშნეთ, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებია.

2022 წლის დეკემბერში მსუბუქი ავტომობილები მუნიციპალიტეტებმაც შეისყიდეს. შესყიდვა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან დაფინანსდა.

ცხრილი 1. 2022 წლის დეკემბერში კონსოლიდირებული ტენდერებით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მიხედვით

შემსყიდველი მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტი რაოდენობა ხელშეკრულების ღირებულება, ლ გადახდილი თანხა, ლ ხელშეკრულების ნომერი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სტრადა მოტორსი FIAT TIPO 1.6 P 2 76944 არ ფიქსირდება №172
ყვარლის მუნიციპალიტეტი კია საქართველო Kia Seltos 1 68272 არ ფიქსირდება №269
ყვარლის მუნიციპალიტეტი სტრადა მოტორსი FIAT TIPO 1.6 P 2 76944 არ ფიქსირდება №271
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სტრადა მოტორსი FIAT TIPO 1.6 P 1 38472 არ ფიქსირდება №255
გორის მუნიციპალიტეტი კია საქართველო Kia Seltos 1 68272 არ ფიქსირდება N6
გორის მუნიციპალიტეტი სტრადა მოტორსი FIAT TIPO 1.6 P 5 192360 არ ფიქსირდება №8
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სტრადა მოტორსი FIAT TIPO 1.6 P 2 76944 არ ფიქსირდება №287
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ფრანს ავტო Renault Duster 5 270000 არ ფიქსირდება №196
ასპინძის მუნიციპალიტეტი სტრადა მოტორსი FIAT TIPO 1.6 P 1 38472 არ ფიქსირდება №142
სიღნაღის მუნიციპალიტეტი სტრადა მოტორსი FIAT TIPO 1.6 P 2 76944 არ ფიქსირდება №128
სიღნაღის მუნიციპალიტეტი კია საქართველო Kia Seltos 1 68272 არ ფიქსირდება №134
ახმეტის მუნიციპალიტეტი სტრადა მოტორსი FIAT TIPO 1.6 P 2 76944 არ ფიქსირდება №410
საჩხერის მუნიციპალიტეტი სტრადა მოტორსი FIAT TIPO 1.6 P 2 76944 არ ფიქსირდება №273
ა(ა)იპ ფოთის სერვისების ცენტრი კავკასუს მოტორსი Mitsubishi L200 1 61346 61346 N599

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

გასული წლის მიწურულს ახალი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება თერთმეტმა მუნიციპალიტეტმა შეისყიდა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო სახსრებით შესყიდულია, ჯამში, ოცდარვა ავტომობილი. მათი საერთო ღირებულება 1 267 000 ლარს აღემატება. მოცემული მდგომარეობით, გადახდა მხოლოდ ა(ა)იპ ფოთის სერვისების ცენტრის შემთხვევაში ფიქსირდება.

ხელშეკრულებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები 2022-2023 წლის გამოშვება უნდა იყოს და ისინი შემსყიდველებს 210, ზოგ შემთხვევაში კი - 240 დღეში უნდა მიეწოდოს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი