„საერთო გაზეთმა“ Facebook-ში გამოაქვეყნა ზურაბ ოშხერელის სტატია, რომელიც სხვადასხვა საკითხს შეეხება.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, სტატიაში ფაქტებად მოწოდებული მცდარი ინფორმაცია გადაემოწმებინა. კერძოდ, „საერთო გაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია - „რუსეთთან ომი აქვთ უკრაინელებს და რუსეთიდან არ გამოუწვევიათ ელჩი, არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაუწყვეტიათ რუსეთთან, საქართველოდან კი ელჩიც გაიწვიეს და სანქციებთან შეერთებას და მეორე ფრონტის გახსნასაც გვთხოვენ“.

ფაქტი, რომ უკრაინას რუსეთიდან ელჩი არ გამოუწვევია, ტყუილია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წელის 22 თებერვალს (რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე) განაცხადა, რომ ის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას განიხილავდა. ასევე 22 თებერვალს ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინამ მოსკოვიდან მისი ყველაზე მაღალი თანამდებობის დიპლომატი, ვასილ პოკოტილო, კონსულტაციებისთვის გამოიხმო - მოცემული დროისთვის უკრაინას რუსეთში ელჩი არ ჰყავდა და უკრაინის მისიას საქმეთა დროებითი რწმუნებული (charge d'affaires) ხელმძღვანელობდა, რაც რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე უკრაინის საპასუხო ნაბიჯი იყო. ხოლო 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასობრივი თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინამ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა. ასევე, საქმეთა დროებითი რწმუნებულის გამოხმობასთან ერთად, უკრაინამ მოსკოვში მისი საელჩოს ევაკუაციაც განახორციელა. თუმცა შეინარჩუნა რუსეთში მისი საკონსულო ფუნქცია, რათა, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რუსეთში მყოფი უკრაინელების, მათ შორის - პოლიტიკური პატიმრების, უფლებებისა და ინტერესების დაცვა გაეგრძელებინა.

მას შემდეგ უკრაინას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აღუდგენია. ასევე, რუსეთმა უარი განაცხადა, რომ რუსეთში უკრაინის ინტერესები (და უკრაინაში რუსეთის ინტერესები) შვეიცარიას წარმოედგინა.

შესაბამისად, „საერთო გაზეთის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის მოცემულ მონაკვეთში მოყვანილი ფაქტი ყალბ ამბავს წარმოადგენს.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი