სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 6,486 ადამიანით გადააჭარბა. 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20,195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 26,681 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2008 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებლები დადებითი იყო, ანუ დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხოვნობას აჭარბებდა. თუმცა 2015 წლიდან ბუნებრივი მატების დადებითი კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 13 960 ერთეულით გადააჭარბა. ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც სიკვდილიანობის ზრდით, ასევე შობადობის შემცირებით. ქვეყნის მასშტაბით, 100 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბუნებრივი მატების კოეფიციენტი - 3.8 ერთეულია, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

გრაფიკი 1: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები 2014-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გასული 7 წლის განმავლობაში ქვეყანაში შობადობა ყოველწლიურად მცირდება. ხელისუფლება შობადობის უარყოფითი დინამიკის შემცირებას ფინანსური წახალისებით ცდილობს. 2014 წლიდან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის მიზანი შობადობის მატერიალური წახალისებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პროგრამის ფარგლებში, იმ რეგიონებში სადაც ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, ყოველ მესამე ან შემდგომ ახალშობილზე, ორი წლის ასაკამდე, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება - მაღალმთიან რეგიონში 200 ლარის, ხოლო სხვა დასახლებებში მცხოვრებთათვის - 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამა მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ამასთან, არსებული ფორმით, დახმარების მწირი მოცულობისა და ხანგრძლივობის სიმცირის გამო, ის ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდის პროცესში ოჯახისთვის სათანადო ფინანსურ ხელშეწყობას. ზოგადად, მხოლოდ „მატერიალურ წახალისებას“ შობადობის ზრდაზე რეალური გავლენა არ აქვს და სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა უფრო კომპლექსურ და ფართომასშტაბიან მიდგომებს მოითხოვს. ამ პროგრამის არაეფექტიანობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მისი ამოქმედების შემდეგ, შობადობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა.

გრაფიკი 1: ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, 2014-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი